x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
არ დაიჯერებთ, მაგრამ ამ ფოტოებში ფოტოშოპის ნასახიც კი არ არის

image


ინტერნეტქსელში უჩვეულო და გასაოცარი ფოტოების ურიცხვი რაოდენობა მოიპოვება, თუმცა მათგან უმრავლესობა ნიჭიერი ფოტოშოპის ოსტატების მიერ შექმნილი არარეალური ფოტოებია, რომელთაგან ნამდვილი კადრების გარჩევა საკმაოდ რთულია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ფოტოებს, სადაც გაგიკვირდებათ და ფოტოშოპის ნასახიც კი არ არის.


image


ხიდი ნორვეგიაში, რომელიც თავბრუსხვევის სიმპტომის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ნამდვილად არ არის


image


ფილიპინელი მფრინავი მელას ფრთები სიგრძეში 1, 5 მეტრს აღწევს


image


ამერიკელი ბილი ოუენი - ბილიმ სიმსივნის გამო მარჯვენა თვალის დაკარგვის შემდეგ თავისი ძირითადი სამუშაო მიატოვა და პროფესიონალი ზომბი გახდა


image

აეროპორტი ლაიფციგში, გერმანია, გაგიკვირდებთ და მას ერთი ასაფრენი ბილიკი გააჩნია, რომელიც ზედ გზატკეცილზე გადის


image


ჰენრი როდრიგესი - ვენესუელელმა ჰენრი როდრიგესმა, რომელიც საკუთარ თავს "წითელ ქალას" უწოდებს გარეგნობა ისე შეიცვალა რომ მას უკვე ახლობლებიც კი ვეღარ სცნობენ


image


ძაღლი სახელად გოჭი - ძაღლი, რომელიც დეფექტით დაიბადა მზრუნველი პატრონის წყალობით გადარჩა და ინტერნეტქსელში პოპულარულიც გახდა



image


ჩინელი მამაკაცი Xiaolian-ი - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მან მძიმე დაზიანება მიიღო და პრაქტიკულად ცხვირი დაკარგა, თუმცა ჩინელმა ექიმებმა სიტუაციიდან გამოსავალი იპოვეს და პაციენტს ცხვირი შემდგომი გადანერგვისთვის შუბლზე გაუზარდეს


image

მაროკოელი თხები - მაროკოში იმდენად მოქნილი თხები ბინადრობენ, რომ საკვების მოსაძიებლად ხეებზეც კი ადიან


image

მურსის ტომის ქალები, ეთიოპია - გოგონები ფირფიტას ქვედა ტუჩში გასაპრანჭად იმაგრებენ, მორთულობის გარდა, ფირფიტა ასევე იმასაც მიანიშნებს რომ ქალი დაოჯახებულია


image

კრატერი გვატემალაში - ეს კრატერი მას შემდეგ გაჩნდა რაც ტროპიკულმა შტორმმა ცენტრალური ამერიკა მოიცვა, მასში სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩავარდა


image


წინა ფეხების გარეშე დაბადებული ძაღლები




0
357
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
357