x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
სამი ყველაზე საშინელი სექტა საბჭოთა კავშირში
image

ცნობილი სექტები არსებობდნენ არა მარტო დასავლეთში, არამედ საბჭოთა კავშირშიც და სისასტიკით არ ჩამორჩებოდნენ თუნდაც ჩარლზ მენსონის „ოჯახს“, ბევრი ადამიანი იტანჯებოდა მათი ქმედებებით და მათ ბნელ საქმეებზე საუბრობდნენ მთელ ქვეყანაში.




მაშ ასე, გაიცანით 3 ყველაზე საშინელი სექტა საბჭოთა კავშირში



60-იანი წლები. სკოპცების (საჭურისების)სექტა



სკოპცის ისტორია ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროს იწყება - ამ სექტის დამაარსებელი იყო გაქცეული ყმა კონდრატი სელივანოვი. მას და მის მიმდევრებს სჯეროდათ, რომ სულების ხსნის უმოკლესი გზა იყო კასტრაცია, რომელსაც სექტანტები "ცეცხლოვანი ნათლობას" უწოდებდნენ.


ხელისუფლება შეძლებისდაგვარად ებრძოდა ამ „მავნე ფენომენს“: სექტანტები გადაასახლეს ციმბირში ან დაასაქმეს შორეულ პროვინციებში, მათ შორის კავკასიაშიც.


სექტა მოულოდნელად მეორედ დაიბადა საბჭოთა კავშირში კალინინის (ახლანდელი ტვერის) ოლქში პედოფილ-რეციდივისტის სერგეი სავჩენკოს ძალისხმევით. ბავშვზე ძალადობის გამო ორი ვადით იჯდა ციხეში, შემდეგ სავჩენკომ იძალადა კრიმინალური ავტორიტეტის ქალიშვილზე. ბავშვის მამამ მოძალადეზე შური მკაცრად იძია - სასქესო ორგანო მოკვეთა.

image

სავჩენკომ გადაწყვიტა ამით ესარგებლა: მან საკუთარ თავს ახალი მესია უწოდა და 1967 წელს დაიწყო საჭურისების სექტის აღორძინება.


რეციდივიისტმა სექტისთვის საკუთარი ლოგოც კი მოიფიქრა - მან ასო "C" -ს სტილიზაცია მოახდინა, რითაც ნამგალს დაემსგავსა. სექტის შეკრებები, გამოქვაბულებში იმართებოდა. იქვე ტარდებოდა კასტრირების პროცედურები. ამასთან, სექტანტების ბედი ხშირად ცუდად სრულდებოდა.


ევგენი სტარშუკი, სავჩენკოს ერთ-ერთი თანამებრძოლი, კასტრაციის შემდეგ, ფაქტიურად გაგიჟდა ტკივილისგან და გამოქვაბულიდან გაიქცა. ის საავადმყოფოში მივიდა, მაგრამ ძალიიან ბევრი სისიხლი დაკარგა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. კიდევ ერთი სექტანტი, ვლადიმერ ივანოვი, თავად სავჩენკომ დასაჯა, რადგან ეჭვი ეპარებოდა მიმდევრის ერთგულებაში.


შედეგად, სექტანტებმა ივანოვი ზამთრის პერიოდში უგონოდ დაათვრეს, შემდეგ კი ქუჩაში გასაყინად დატოვეს.


საბჭოთა ხელისუფლებამ სექტანტები სამედიცინო შემოწმების დროს გამოაშკარავა, ყველა მამაკაცი, რომელსაც სასქესო ორგანო მოჭრილი ჰქონდა დააკავეს.


სავჩენკოს და მის ორ თანამოაზრეს მიესაჯა სიკვდილით დასჯა, ხოლო დანარჩენ სექტანტებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.



70-იანი წლები. ცეცხლის სექტა


1971 წელს ურალში წარმოიშვა ერთ-ერთი ყველაზე საშიში საბჭოთა სექტა, რომლის უკან იდგა რეციდივისტი გლებ ვოზნიუკი. (ფოტოზე)შემდეგი სასჯელის მოხდის დროს მან წაიკითხა ალექსეი ტოლსტოის რომანი "პეტრე პირველი", რომელშიც აღწერილი იყო ძველი მორწმუნეების რიტუალები. ისინი კოცონს ანთებდნენ და შემდეგ საკუთარი ნებით იკლავდნენ თავს.


image



პატიმარმა დეტალები ამ საშინელი რიტუალების შესახებ შეიტყო თავისი თანასაკნელისაგან, მოხუცი სექტანტისგან. შემდეგ ვოზნიუკის აზრად მოუვიდა გამდიდრების მოულოდნელი გეგმა: როგორც კი გათავისუფლდა, მან სწრაფად შექმნა გულუბრყვილო საბჭოთა მოქალაქეებისგან სექტა .


რეციდივისტმა შთააგონა თავის მიმდევრებს, რომ ნებაყოფლობითი სიკვდილი სულის განწმენდისა და სამოთხეში მოხვედრის ერთადერთი გზაა. ამავდროულად, ვოზნიუკმა დაარწმუნა სექტანტები, რომ პირველ რიგში მათ უნდა მიეცათ მისთვის მთელი ფული და ქონება. როდესაც კრიმინალის პირველი მიმდევრები ფაქტობრივად მათხოვრები აღმოჩნდნენ, მან გამოაცხადა, რომ ისინი მზად იყვნენ "განწმენდისთვის".

image

ვოზნიუკმა 19 ადამიანი დაამწყვდია ქოხში, რომელსაც შემდეგ ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ თვითონ რა თქმა უნდა არ შეჰყვა სექტანტებს. შემდეგ იგივე გაიმეორა მეორე ჯგუფთან - 8 ადამიანთან. იმ თანხებით, რომელიც სექტის წევრებმა დაუტოვეს ვოზნიუკს, იყიდა ბინა და ავტომობილი "ვოლგა".



როდესაც, გამომძიებლებმა საბოლოოდ მის კვალს მიაგნეს. მილიციისგან დევნისგან მიმალვის მცდელობის ვოზნიუკი ავარიაში მოყვა - მის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და სექტის ლიდერმა მრავალი დამწვრობა მიიღო. მას სეფსისი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.



70-იანი წლები. ვიქტორ სტოლბუნის სექტა


ვიქტორ სტოლბუნმა, არასრული სამედიცინო განათლების მქონე მასწავლებელმა, 70-იან წლებში გამოიგონა ვითომ ეფექტური მეთოდი გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ - "დოზირებული ცენტროპეტურ-რეპერკუსული ზემოქმედება" ( ДЦРВ). პროცედურები ტარდებოდა ქლოროეთილის გამოყენებით, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისას ასუფთავებდა კანის გარკვეულ უბნებს.

image

სტოლბუნი ამტკიცებდა, რომ ДЦРВ-ს შეუძლია განკურნოს როგორც კიბო, ასევე შიზოფრენია. უფრო მეტიც, „მკურნალობა“ უნდა ჩატარებულიყო საზოგადოებრივ გარემოში: ადამიანები, რომლებიც მას დახმარებისთვის მიმართავდნენ, უნდა გაერთიანებულიყვნენ და ნათესავებთან ყოველგვარი კავშირი უნდა გაეწყვიტათ. ხშირად მშობლებს შვილებს მიჰყავდათ სტოლბუნის სექტაში, სადაც მათ ელექტროშოკითა და ცემით „მკურნალობდნენ“.


" თვლიდა, რომ [სექტაში]ცემა ხელს უწყობდა ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას. ჭუჭყში და ტილებში ვცხოვრობდით. მე ვიყავი ის ბავშვი, ვისაც ყველაზე მეტად ურტყამდნენ"(სექტის ყოფილი წევრის მოგონებებიდან)



ხელისუფლების ყველა მცდელობა შეეჩერებინა მისი საქმიანობა, სტოლუბინი უწოდებდა „ცოდვილი და ავადმყოფი სამყაროს“ მიერ სექტის წინააღმდეგ ამბოხებას . შედეგად, მან განაგრძო თავისი საქმიანობა 20 წლის განმავლობაში - მეტწილად რამდენიმე მაღალი რანგის და გავლენიანი მიმდევრების გამო. მხოლოდ 1996 წელს რუსეთში სრულად აიკრძალა სტოლბუნის პრაქტიკის გამოყენება ბავშვებზე.

image

თავად ცრუ მეცნიერი გარდაიცვალა 2003 წელს, რის შემდეგაც მისმა სექტამ პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა.

1
562
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
562
  
2023, 12 ნოემბერი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1