x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ყველაზე მიმზიდველები არიან - აი, ვის წინაშე ვერ გაუძლებთ ცდუნებას

image


ყველა ქალს აქვს თავისი უნიკალური თვისებები, რაც მას ყველასგან გამორჩეულს და განსაკუთრებულს ხდის. ზოგს ეს თვისებები სიგიჟემდე მოსწონს, ზოგსაც - პირიქით, თუმცა არსებობს გოგონების ისეთი კატეგორია, რომელთა მაგნეტიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ შეუძლებელია. მათ ყოველთვის ჰყავთ თაყვანისმცემლები, ასეთი ქალების გვერდით ყოველთვის არიან ისეთები მამაკაცები, რომლებიც მათი კეთილგანწყობის მოპოვებას მთელი მონდომებით ცდილობენ, მეტიც, მათში საოცარ მიმზიდველობას ქალებიც კი პოულობენ, სინამდვილეში, ამ მაგნიტიზმს პირდაპირი კავშირი აქვს ვარსკვლავებთან და აი, რომელ თანავარსკვლავედში იბადებიან ყველაზე ხშირად ასეთი მიმზიდველი ქალები.





თევზები


image


მომხიბვლელი გარეგნობა, ხავერდოვანი ხმა და მანერები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მყისიერად იზიდავს, თუმცა ეს არ გახლავთ ის თვისებები, რაც მათზე ყურადღების შეჩერებას გვაიძულებს, პირველ რიგში, მამაკაცებს მათში მათივე გულწრფელობა და გახსნილობა იზიდავთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს თითქმის ყოველთვის ძალიან ხმამაღალი სიცილი აქვთ. ისინი საკმაოდ ემოციურები, მგრძნობიარეები, ნაზები და სექსუალურები არიან, თუმცა - არა ვულგარულები, და ეს ყოველივე მამაკაცების თვალში მათ კიდევ უფრო ქალურსა და მიმზიდველს ხდის. ძლიერი სქესი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალების გვერდით ყოველთვის მათ დამცველად გრძნობს თავს. ის, ვისაც ასეთი ქალი თავის კომპანიონად აირჩევს, ყოველთვის იგრძნობს თავს ძლიერად, მნიშვნელოვნად და ღირსეულად.




თხის რქა


image


ცივი მიუწვდომლობის მიღმა რეალურად კაშკაშა ალი იწვის, და ამას რაღა თქმა უნდა, კაცები ინტუიციურ დონეზე გრძნობენ, ამიტომაც დასტრიალებენ მათ ყოველთვის თავზე. ქალი თხის რქა - არის არისტოკრატული ელეგანტურობა, თავშეკავება, სიცივე, ინტელექტი და სიამაყე. ასეთი ქალი მხოლოდ საკმარისად ჭკვიან და არაჩვეულებრივი ინტელექტის მქონე ადამიანს მისცემს მასთან მიახლოვების საშუალებას. სწორედ ამას მიიჩნევენ თხის რქები სექსუალურად. მათ ურჩევნიათ იყვნენ პირდაპირები და არ უყვართ თამაში, რაც მათ მამაკაცურ შეხედულებებთან კიდევ უფრო აახლოებს. ეს კი თავის მხრივ, მამაკაცების თვალში მათ კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.




ლომი


image


ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებული ქალები ყველა სხვა დანარჩენი ნიშნის წარმომადგენლებთან შედარებით ყველაზე უკეთ ფლირტაობენ და აცდუნებენ მამაკაცებს, თუმცა ამავე დროს ისინი ყოველთვის ეძებენ სტაბილურ პარტნიორს მთელი ცხოვრებისთვის. ამ ქალებს არა მხოლოდ ძლიერი ხასიათი აქვთ, არამედ მკვეთრი მზერაც... რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ ნებისმიერის ფეხქვეშ გათელვა ან გაღმერთება. მათი სამეფო სინატიფე, თავშეკავებულობა და სიმტკიცე შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს. მამაკაცებს ისინი ადვილად უყვარდებათ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ახერხებს ლომის გულის მოგებას. ის ბევრი სხვა ქალისგან იმით განსხვავდება რომ ყოველთვის ურჩევნია თავად აირჩიოს თავისთვის შესაფერისი მამაკაცი და არ დაელოდოს იმას თუ როდის აირჩევენ თავად მას.











0
433
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
433