x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
ადამიანები განსაკუთრებული სხეულით - დაუჯერებელია!
ჯანმრთელობა, ეს არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ძალმოსულნი არიან შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰომეოსტაზი. ამ უმთავრეს ზემო ხსენებულს კი განაპირობებს სწორი კვება. კვება ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. ამრიგად, კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები ოპტიმალური რაოდენობით, საჭირო დროს. სწორი რაციონალური კვება ორგანიზმის ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციობის საწინდარია. ორგანიზმისთვის საჭირო ენერგია სწორედ, რომ საკვებიდან მოდის.



image


ჩვენი სხეული ძალზედ საოცარი მექანიზმია. ურიცხვია სია ამაღელვებელი და საინტერესო ფაქტებით ჩვენი სხეულის შესახებ. ყოველ წამს ვასრულებთ რაღაც კონკრეტულ ქმედებას ისე, რომ არც კი ვუფიქრდებით როგორ არის მოწყობილი ჩვენი სხეული და როგორ შეუძლია მას ამის კონტროლი ან რისთვის გვაქვს სხეულის გარკვეული ნაწილები და რა როლი აკისრიათ მათ ჩვენს ცხოვრებაში.



ჩვენი ორგანიზმი სისტემების კომპლექსური კომბინაციაა, რომლებიც რთულად გასაგებია, თუმცა ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას ასრულებენ კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში. ისინი გვიცავენ სხვადასხვა გარემო ფაქტორებისგან, რომელთაც შეუძლიათ ავნონ ჩვენს ჯანმრთელობას. დღე არ გავა არ დავამთქნაროდ და არ დავაცემინოთ, წყალში განსაზღვრული დროის შემდეგ კი გვიჭკნება (გვიშუპდება) კანი, ვტირით სიხარულის და მწუხარების ცრემლით, თუნდაც გარემოფაქტორების გაღიზიანების ფონზე გვდის ის, თუმცა ვერც კი წარმოიდგენთ რისგან გვიცავენ ისინი და რა ფუნქციები გააჩნიათ.



ჩვენი სხეული მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და მუშაობს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის და გაგიკვირდებათ და კანის შეშუპება და ცრემლიც, სწორედ რომ ჩვენი სხეულის თავდაცვითი სისტემაა.




თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, ყველას თავისი მახასიათებლები აქვს, მაგრამ ზოგჯერ ბუნება და გენეტიკა ისეა შერეული, რომ ეს თვისებები სცილდება ჩვეულებრივს. ასე რომ, ზოგიერთ ადამიანს სახის მხოლოდ ერთ მხარეს აქვს ნაოჭები, ზოგს კი ორივე მშობლისგან მემკვიდრეობით მიღებული სხვადასხვა გასაოცარი რამ, თუნდაც განსხვავებული თითებით შეუძლია დაიკვეხნოს და ა.შ. მოკლედ, დღევანდელ სტატიაში გაჩვენებთ რამდენად უნიკალურები შეიძლება იყვნენ ადამიანები ჩვენი პლანეტიდან.



ადამიანები განსაკუთრებული სხეულით - დაუჯერებელია!



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
351
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0