x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ატლანტები წარღვნის გამო კი არ გაქრნენ, დედამიწის დაცვას შეეწირნენ

აქამდე გავრცელებული და პოპულარული ვერსიის თანახმად, ატლანტიდის დედამიწიდან გაქრობის მიზეზი, დედამიწაზე მომხდარი კატასტროფა იყო, რა დროსაც კუნძული ოკეანემ შთანთქა და ატლანტებიც გაქრნენ. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით, ატლანტების ცივილიზაცია, წარღვნის გამო კი არა, დედამიწის ხანგრძლივი და დამღლელი თავდაცვის დროს, უცხო დამპყრობლებთან ბრძოლას შეეწირა.


image


ძველი წყაროების მიხედვით, დედამიწაზე ადამიანის გამოჩენამდე, დაპირისპირება ცივილიზაციებს შორის უკვე არსებობდა და შესაბამისად, ის მანამ დაიწყო, სანამ ჩვენი ცივილიზაცია ცნობიერების განვითარების პირველ ნიშნებს გამოავლენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უძველეს ტექსტებში, თითქმის, პირდაპირაა ნათქვამი, რომ დედამიწაზე ადრე, განვითარებული ცნობიერებით, მინიმუმ 2 ტიპის არსება არსებობდა, რომლებმაც რაღაც ვერ გაიყვეს და ერთმანეთთან აქტიური დაპირისპირება დაიწყეს.

ამ პროცესის დროს, ერთ-ერთმა მხარემ კაცობრიობას, ანუ ჩვენს ცივილიზაციას ჩაუყარა საფუძველი და იგივე წყაროების მიხედვით, თავდაპირველად, ეს დაპირისპირება დედამიწაზე არ სხვა პლანეტაზე ხდებოდა. შემდეგ კი, რატომღაც, ადამიანები დედამიწაზე გამოაძევეს. თუმცა, ამით დაპირისპირება არ შეწყვეტილა...

მაგრამ, თუ უძველესი ტექსტებში 2 იდუმალ ცივილიზაციას შორის კონფლიქტზე არის საუბარი, მაშინ სად არის მათი კვალი?

სავარაუდოდ, ამ 2 ცივილიზაციიდან, ერთ–ერთი ატლანტების ცივილიზაცია იყო, რადგან, დედამიწის ცივილიზაციების ისტორიას თუ გადავხედავთ, თითქოს სხვა პრეტენდენტი არც არსებობს, თორემ მისი არსებობის შესახებაც გვეცოდინებოდა რამე...

ამიტომ, ამ ვითარებაში, კონფლიქტის 2 შესაძლო მიზეზის არსებობა შეგვიძლია დავუშვათ:
I. დედამიწაზე უცხოპლანეტელების თავდასხმა.
II. შიდა კონფლიქტი, ერთი მიწიერი ცივილიზაციის შიგნით.

მეორე ვარიანტი ნაკლებად შესაძლებელია, რადგან ისტორიას, ქვეყნის შიგნით, არაერთი დაპირისპირების ფაქტი ახსოვს და ყოველთვის გამარჯვებული, რომელიმე მხარე რჩებოდა. მეორე კი, დამარცხებას აღიარებს...

ასე, რომ, პლანეტაზე მასშტაბური კონფლიქტის მიზეზი, უფრო სხვა ცივილიზაციის შემოჭრა უნდა ყოფილიყო. ატლანტებს დედამიწის დაცვა, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე შეეძლოთ და საბოლოოდ, შეიძლება, მტერი დაამარცხეს კიდეც. მაგრამ ფასი, რომლის გადახდაც მას მოუწიათ, იმდენად დიდი იყო, რომ ცივილიზაციამ აღდგენა ვეღარ შეძლო და საბოლოოდ გაქრა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რის თქმას აპირებდა ჯონ კენედი და რატომ მოკლეს?

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (IV ნაწილი)

* უკვე "მარტო" აღარ არის – მაკოლეი კალკინი მამა გახდა

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
1137
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0