სისხლის სამართალი წიგნის - "როგორ უნდა მოკლათ ქმარი?" ავტორმა საკუთარი ქმარი მართლაც მოკლა 2023, 9 ნოემბერი, 15:24 2018 წ. ნენსი კრემპტონ-ბროფის (Nancy Crampton Brophy) მეუღლე მკვდარი იპოვეს. მიზეზი კი, პირდაპირ გულში მოხვედრილი ტყვია აიყო. ნენსი მწერალი ფანტასტი არის და ის თავის ერთ–ერთ წიგნში – «არასწორი პოლიციელი», წერს პერსონაჟზე, რომელიც ყოველ დღე, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ მოკლას საკუთარი მეუღლე. ხოლო, იგივე დასახელების ესეიში, ავტორი იმის შესახებ ჰყვება, თუ როგორ შეიძლება დანაშაულის ჩადენა და სასჯელისთვის თავის არიდება. თუმცა, როგორც ჩანს, თავად ნენსის «იდეალური დანაშაული» არ გამოუვიდა და 2022 წ. წიგნის ავტორი «როგორ უნდა მოკლათ ქმარი?» (How to Murder Your Husband), საკუთარი მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს. სასამართლომ დაადგინა, რომ 71 წლის ნენსი კრემპტონ-ბროფმა, რომელმაც ზემოთ ხსენებული წიგნი 2011 გამოაქვეყნა, 2018 წ. საკუთარი მეუღლე დენიელ ბროფი მართლაც მოკლა. მკვლელობის მიზეზი კი 1, 5 მლნ. დოლარი იყო, რომელიც ქალმა სადაზღვევო კომპანიისგან მიიღო. 2023 წ. კომპანია Lifetime–მა ფილმი გადაიღო «How to Murder Your Husband: The Nancy Brophy Story», რომელსაც საფუძვლად, რეალური ისტორია უდევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ამერიკაში გამოსული, მსგავსი შინაარსის მქონე, პირველი წიგნი არ იყო. წიგნი–ცნობარი მკვლელებისთვის, აშშ–ში 1983 წელს გამოიცა. თავდაპირველად, ჩაფიქრებული იყო, როგორც მხატვრული ლიტერატურული ჟანრი, მაგრამ ეს ფორმატი, სპეციალურად შეიცვალა Paladin Press გამომცემლობისთვის, რომელიც ცნობარებზე და ტექნიკურ სახელმძღვანელოებზე სპეციალიზირდებოდა. წიგნს კი, პირდაპირ ასე ერქვა: «კილერი: ტექნიკური სახელმძღვანელო, დამოუკიდებელი კონტრაქტორებისთვის» («Hit Man: A Technical Manual for Independent Contractors»). გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* რის თქმას აპირებდა ჯონ კენედი და რატომ მოკლეს?* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (IV ნაწილი)* უკვე "მარტო" აღარ არის – მაკოლეი კალკინი მამა გახდა* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი87 3-ს მოსწონს
|