x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სტრიები განაჩენი არ არის - როგორ მოვიშოროთ ის სწრაფად?
სტრიები შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა მიზეზის გამო. დამკვიდრებული მითის საწინააღმდეგოდ, ისინი წარმოიქმნება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი წონაში უეცრად იმატებს. ისინი შეიძლება ჩამოყალიბდნენ დიეტის, სტრესის და წონის უეცარი ცვლილებების გამო. თუ იცით, რომ თქვენი კანი სიძლიერის შესამოწმებლად მზადაა, წინასწარ უნდა დაიწყოთ მომზადება – დალიეთ ვიტამინები, გამოიყენეთ სპეციალური კრემები და ლოსიონები, მაგრამ რა უნდა ქნან მათ, ვისი კანიც უკვე დაზიანებულია? გამოიყენეთ რჩევები ამ "კოლექციიდან"! თქვენ შეგიძლიათ და აუცილებლად უნდა ებრძოლოთ სტრიებს!



image



სტრიები განაჩენი არ არის - როგორ მოვიშოროთ ის სწრაფად?



1. შხაპის მიღებისას გაიკეთეთ ახალი ფორთოხლის კანის სკრაბი და 10-15 წუთის მანძილზე სტრიების ადგილას იზილეთ, სანამ სიწითლე არ გაჩნდება კანზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაყიდი სკრაბი ან დაამზადოთ საკუთარი ხელით - მარილის, შაქრის, დაფქული ყავის და ზეითუნის ან პალმის ზეთის გამოყენებით, აქვე- ცხიმი შეგიძლიათ არაჟნით ჩაანაცვლოთ. ბოლოს სკრაბი ჩამოიბანეთ კონტრასტული შხაპის გამოყენებისას.



2. ყოველ საღამოს ვერტიკალური მოძრაობით მუხლიდან ბარძაყისკენ, წაისვით ფორთოხლის, როზმარინის, თხილის და ხორბლის ზეთების ნარევი. ამ ზეთებში შემავალი ვიტამინი E გაგიმკვრივებთ ბარძაყებს.




3. თუ გადაწყვეტთ აბაზანის მიღებას, წყალში დაამატეთ 3 წვეთი ლავანდის და ცოტა გვირილის ზეთი, ასევე, დაახლოებით 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი.



4. 2 წვეთი მანდარინის, ლავანდისა და ნეროლის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ხორბლის ჩანასახის ზეთი. შეიზილეთ ეს პროდუქტი ნამიან/დაორთქლილ კანზე აბაზანის ან საუნის შემდეგ.



5. 1 კოვზ ადუღებულ წყალში გახსენით 1 გრამი მუმიო. ეს ყველაფერი შეურიეთ ბავშვის კრემის ტუბს (80 გრამი) და შეიზილეთ კანში მასაჟორი სპონჩის დახმარებით.



6. ჩართეთ თქვენს კვების რაციონში: გამხმარი გარგარი, მზესუმზირა და გოგრის თესლი, გაუპრიალებელი მარცვლეული, სოიო, ავოკადო, ღვიძლი, მწვანე ბარდა, სოკო, ქოქოსი, რაც შეიძლება მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული. შეიძინეთ A, E, C და B ჯგუფის ვიტამინები აფთიაქში.




0
94
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0