x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
რატომ ტოვებენ ეკვატორს ცოცხალი ორგანიზმები?

ყველაზე მეტად ბიომრავალფეროვანი ოკეანის ეკოსისტემები, როგორც წესი, ტროპიკულ წყლებში და ეკვატორის მიდამოებში გვხვდება. მაგრამ, ტემპერატურის გლობალური ზრდა, წყლის ორგანიზმებს, საკუთარი განსახლების არეალის დატოვებას და ჩრდილოეთის და სამხრეთის მიმართულებით გადანაცვლებას აიძულებს.


image


ოკლენდის (ავსტრალია) უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილებამ და ტემპერატურის მატებამ, გავლენა მხოლოდ ოკეანის მაცხოვრებლებზე კი არ მოახდინა, არამედ ეკვატორის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის მზარდი მიგრაციაც გამოიწვია.

მეცნიერების მიერ, The Conversation–ში გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ ჩვენ, შეიძლება, მასობრივი გადაშენების ზღვარზე ვიყოთ, რომელიც გამოწვეულია არა მხოლოდ ეკვატორის მიდამოებში წყლის ტემპერატურის ზრდით, არამედ ეკოსისტემის განადგურებით, რაც ორგანიზმების მასიური გადაადგილების გამო ხდება.

კვლევის პროცესში, მეცნიერებმა დაკვირვება ოკეანის ცოცხალი ორგანიზმების თითქმის 49 000 სახეობაზე აწარმოვეს, მათი გადაადგილების მიმართულების და მიზეზის დასადგენად. როგორც წესი, ოკეანის სიცოცხლის განაწილება «ზარისებური» მრუდის მსგავსია: სახეობების მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან – უმეტესობა უპირატესობას, ეკვატორის თბილ წყლებს ანიჭებს. ახლა კი, ეს მრუდი, ჟურნალ PNAS–ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, აქტიურად იცვლება, რადგან ეკვატორს სულ უფრო მეტი მობინადრე ტოვებს.


image


მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ რადგან ეკვატორული არსებები ახალ სახლებს პოულობენ, ისინი საკვების მოპოვებაში, სივრცეში და სხვა რესურსების ათვისებაში კონკურენციას, იმ ორგანიზმებს უწევენ, ვის საცხოვრებელ არეალშიც გადადიან. ეს კი, ზოგიერთი სახეობის გადაშენებას, ბუნებრივად იწვევს, რაც საფრთხეს მხოლოდ პლანეტის ბიომრავალფეროვნებას და მის ეკოლოგიურ ჯანმრთელობას კი არ უქმნის, არამედ ადამიანთა იმ თანასაზოგადოებას, ვისთვისაც ოკეანე – კვებისა და შემოსავლის წყაროა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო აქტუალურს ხდის, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ, დაუყოვნებლივ მოქმედებას.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ატლანტები წარღვნის გამო კი არ გაქრნენ, დედამიწის დაცვას შეეწირნენ

* რის თქმას აპირებდა ჯონ კენედი და რატომ მოკლეს?

* ფარაონების ზეციური მრჩევლების და არამიწიური არტეფაქტები

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
171
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0