სხვა რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი X ) 2023, 3 ნოემბერი, 12:32
ორი და, ფლორენცია და სუზი ფრიმუტი, დააპატიმრეს სპირტიანი სასმელის გამოხდის გამო, მშრალი კანონის დროს, 1921 წელი.
მშრალი კანონი —შემოღებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში 1920-დან 1933 წლამდე, კანონი, რომელიც კრძალავს ალკოჰოლური სასმელების წარმოებასა და გაყიდვას. ამ კანონს სასურველი ეფექტი არსად არ მოჰყოლია. მას სისტემურად არღვევდნენ ე. წ. ბუტლეგერები, რომლებიც ალკოჰოლური სასმელის კონტრაბანდით, არალეგალური წარმოებითა და ვაჭრობით მდიდრდებოდნენ. ქალი თავის ელექტრომობილს მუხტავს, 1912 წელი. ელექტრომობილი უფრო ადრე გამოიგონეს, ვიდრე შიდაწვის ძრავაზე მომუშავე მანქანა და უფრო ადრე, ვიდრე თავად შიდაწვის ძრავა. ჯერ კიდევ 1828 წელს, უნგრელმა გამომგონებელმა ანიოშ იედლიკმა შექმნა ეტლი, რომელიც ელექტროენერგიით მოძრაობდა და უფრო სკეიტბორდს მოგაგონებათ, ვიდრე მანქანას. თუმცა, იედლიკის გამოგონება იყო ძლიერი იმპულსი ინჟინერიის ამ სფეროს განვითარებისთვის. 1881 წლის ნოემბერში პარიზში გამართულ ელექტრომობილების საერთაშორისო გამოფენაზე, ელექტრომობილი საზოგადოებას წარუდგინა გუსტავ ტრუვემ, თუმცა მოგვიანებით, ელექტრომობილებმა ვერ გაუწიეს კონკურენცია შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს, უპირველეს ყოვლისა უიაფესი ბენზინის და ელექტრომობილების დაბალი სიჩქარის გამო. პრეზერვატივის ტესტირება-1935 წელი. პრეზერვატივებს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ხმარობდნენ, ევროპაში პრეზერვატივები აქტუალური გახდა XVI საუკუნეში, სიფილისის მასიურად გავრცელების შემდეგ, მაშინ პრეზერვატივი ცხოველების შარდის ბუშტისგან და ნაწლავისგან კეთდებოდა. რეზინის პრეზერვატივების მასიური წარმოება იწყება 1855 წლიდან აშშ-ში. კომკავშირის რაიონული კომიტეტის წარმომადგენლები ირჩევენ სილამაზის კონკურსსის მონაწილეებს 1988 წელი. პირველი საბჭოთა სილამაზის კონკურსი მოეწყო 1988 წელს და ჩატარდა სსრკ-ს დედაქალაქში და ეწოდა შესაბამისად - "მოსკოველი ლამაზმანი- 88". ეს იყო სრულიად ახალი ეტაპი საბჭოთა სინამდვილეში, თუმცა სინამდვილეში პირველი სილამაზის კონკურსი თბილისში მოეწყო კომკავშირის თაოსნობით "მის თბილისი" 1984 წელს ჩატარდა, გამარჯვებული გახდა ეკა აბაშიძე. ტყვიაგაუმტარი მინის ტესტირება. ნიუ-იორკი, 1931 წელი ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ტყვიაგაუმტარი მინის ერთ-ერთი პიონერი რუსეთში დაბადებული ქართველი გამომგონებელი ვლადიმერ მღებრიშვილი (1885-1916) გახლდათ. წინა ნაწილების სანახავად მიყევით <<ამ ბმულს >>338 2-ს მოსწონს
|