საზოგადოება ქართული ოცნება თუ უკან მომავალში 2012, 12 თებერვალი, 2:34 თავდაპირველად სანამ სტატიას წაიკითხავდეთ, მინდა გითხრათ რომ მე არც ბატონი პრეზიდენტის ერთგული მხარდამჭერი ვარ და არც ბატონი ბიძინასი. უბრალოდ მინდა რომ რეალურად შევხედო სიტუაციას და ჩემი თვალით დანახული სიმართლე თქვენს მიერ დანახულს შევადარო. თუკი ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, მაშინ მემგონი ჩემი აზრის დაფიქსირები ![]() საქმე იმაში გახლავთ რომ ისტორიას თუ გადავხედავთ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების დღიდანვე, აქტიურად დაიწყო შიდა ბრძოლა იმ სახელისათვის რომელსაც ქვეყნის მმართველი ჰქვია. თავდაპირველად ბატონი ზვიად გამსახურდია "ჩამოვაცილეთ" ქვეყნის მმართველობას და ადამიანი სასიკვდილოდაც გავიმეტეთ. (მერე ვიტირეთ, ეს რა დაგვემართა რა ჩავიდინეთო) ![]() ![]() შევარდნაძის ეპოქის დასასრული რომ მოახლოვდა, ქვეყანას მშველელად ბატონი მიხეილ სააკაშვილი მოევლინა. მიუხედავად ძალიან ბევრი შეცდომისა, მიუხედავად ძალიან ბევრი მინუსისა, თუკი ამჟამინდელ და 10-15 წლის წინანდელ ყოფას შევადარებთ ერთმანეთს, ძალიან დიდ განსხვავებას დავინახავთ. ბოლოს და ბოლოს შუქი გვაქვს, წყალი გვაქვს, გათბობა და გზა, რომელიც არც ისეთი უმნიშვნელოა როგორც ერთი შეხედვით ჩანს და თუკი გავითვალისწინებთ იმასაც რომ საქართველოში კი არა, ბუნებაში არ არსებობს ისეთი ფენომენი რომელიც რაიმეს გასცემს და უკან სამაგიეროს არ ითხოვს, მაშინ არ უნდა გვიკვირდეს ის რომ რასაც მოვიხმართ, იმის საფასური უნდა გადავიხადოთ. მართალია შეიძლება ანაზღაურება არ არის მაღალი, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს, არ ეძლევა ზუსტად ის ანაზღაურება რასაც იმსახურებს, მაგრამ არც ისე არაა რომ უმეტესობა ქუჩაში იდგეს და ხელი ქონდეს გამოშვერილი და არც მაინც და მაინც სამსახურების დეფიციტი არაა. ![]() საქართველოში ახალ - ახალი პარტიების შექმნა რომ დიდი სენსაცია არაა ფაქტია, მაგრამ პარტიამ რომელიც სულ ახლახანს ჩამოყალიბდა, დააბნია და კვლავ ეიფორიაში ჩააგდო საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელ საზოგადოებასაც არც დაბნეულობა და არც ეიფორიაში ყოფნა არ აკლდა. რათქმაუნდა, პოლიტიკაში მისვლა-მოსვლა, უბრალო ადამიანების გადასაწყვეტი საქმე არაა, მაგრამ თუკი ევროპისკენ მივიწევთ ნელ-ნელა და თუ ძალიან გვინდა ევროპას დავემსგავსოთ, ამისათვის თუნდაც მათ პოლიტიკურ ცხოვრებასაც უნდა გადავავლოთ თვალი. მე არ ვამბობ იმას რომ ბიზნესმენები ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ საქმიანობაში არ არიან ჩართულნითქო, მაგრამ ასე პირდაპირ, მუქარითა და დიდი ამბიციებით, როგორც მახსოვს, ჯერ არავინ ჩაბმულა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. შეიძლება ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოს მომავლის განვითარებისა და ისტორიისათვის კარგი ვარიანტი იყოს მაგრამ, ფაქტები და ბატონი ბიძინას ირგვლივ შეკრებილი სახეები საპირისპიროს ამტკიცებენ. ![]() მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტი რომ საზოგადოებრივ მოძრაობა " ქართული ოცნება"-ში გაერთიანებულები არიან ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება იცნობს შავბნელი წარსულით. რაც ბატონი ბიძინას კეთილშობილურ მიზნებს და იდეებს ეწინააღმდეგება. სრულიად შესაძლებელია ბატონ ბიძინას მართლაც რომ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდეს და მართლაც საქართველოს ნათელ მომავალს ჩაუყაროს საფუძველი თუკი იგი ქვეყნის მმართველის წოდებას მიიღებს, მაგრამ თუკი მის ამჟამინდელ გარემოცვას კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში მაღალი რანგის ადამიანები გახლდნენ და როგორც ყველას კარგად მოეხსენება, სასიკეთოც ქვეყნისთვის არც საშინაო და არც საგარეო საქმეებში არაფერი გაუკეთებიათ. ასევე ბევრი მათგანი ცნობილია იმ ქვეყანასთან თანამშრომლობით რომელიც შექმნის დღიდანვე ცდილობს საქართველო თავის მმართველობის ქვეშ ამყოფოს, ჯერ კიდევ ერეკლე მეფის წინა და შემდგომი წლებიდანაც კარგად ჩანს რა სურდა რუსეთს საქართველოსთვის და რა დამოკიდებულება ჰქონდა ნებისმიერ რუსეთის მაღალჩინოსანს ქვეყნისათვის და ალბათ ყველა დამეთანხმება კიდეც იმაში რომ ნამდვილად სასიკეთო არაფერი გაუკეთებია დიდ რუსეთის დუმას ჩვენთვის. ![]() კარგით ვივარაუდოთ რომ ბატონი ბიძინა ქვეყნის მმართველი გახდა და დაპირებისამებრ მოსახლეობაში დაარიგა ის კოლოსალური თანხა, რომელიც მილიარდზე გაცილებით მეტს უდრის და რომელიც თითო ოჯახზე 5 000 - ით განისაზღვრება. მებადება კითხვა: როდემდე გვეყოფა 5 000? თუკი გავითვალისწინებთ იმასაც რომ მსოფლიოში, ნელ-ნელა უფრო და უფრო იმატებს კრიზისული სიტუაციები. ევროპის ქვეყნებში ასობით ბანკი იხურება, სახელმწიფოები ვეღარ აკმაყოფილებენ მოსახლეობის მოთხოვნებს, იყინება ანგარიშები, ხალხი გარეთ რჩება და ამის ფონზე კი ყველაფრის ფასი, მინიმუმ 1%-ით იზრდება. საუკეთესო ვარიანტი ალბათ რაშიც "ნასესხები" 5 000 დაიხარჯება ორი, მაქსიმუმ სამი თვის საკვები, ტანსაცმელი და ალბათ 1 თვის ან ოდნავ მეტის კომუნალური გადასახადებია. მაქსიუმ 4 თვეში "ნასესხები" ფული გაქრა და ისევ იწყება იგივე... ჩვენ აღარ გვინდა ივანიშვილი, დენის გადასახადმა მოიმატა, საკვები გაძვირდა, ხელფასები არ გვაქვს და ა.შ. რათქმაუნდა მოიმატებს იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ ბატონი ბიძინა ქვეყნის მმართველად ავირჩიეთ, მან მილიარდზე მეტი ჩადო ჩვენში და თან ამ ყველაფერს არამდგრადი მსოფლიო კრიზისიც ემატება... ![]() შენიშვნა: მე პირადად, არავის საწინააღმდეგო არ მაქვს, არც ბატონი ბიძინასი, არც ბატონი მიხეილის და არც სხვების. ხოლო რაც შეეხება "ქართულ ოცნება"-სა და მის გარშემო ჩემს მიერ დაწერილ სიტყვებს, ეს ყველაფერი უბრალოდ მაგალითია, იმ მრავალი მსგავსი ფაქტისა რომელიც ჩვენს გარშემო და ჩვენს ცხოვრებაში ხდება. © ბექა ნაფეტვარიძე 131 3-ს მოსწონს
|