x
კარლ ლაგერფილდმა ადელს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში



imageცნობილმა დიზაინერმა კარლ ლაგერფილდმა ბრიტანელ მომღერალს ადელს ბოდიში მოუხადა იმის გამო რომ მას "პტარა და მსუქანი" უწოდა და აქვე დასძინა რომ ადელის ძალიან დიდი გულშემატკივარია.

რასთან დაკავშირებითაც გრემის წერემონიამდე გამართულ კომფერენციაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა თავის წონაზე:
" მე არასოდეს ვუყურებდი გაზეთის ყდებზე დაბეჭდილ გოგონებს და არასოდეს მიოცნებია რომ მათ ადგილას ვყოფილიყავი, მე წარმოვადგენ ქალების იმ უმრავლესობას, რომლებიც თავისი გარეგნობით ამაყობენ. მე რომ მსახიობი ვიყო, რომელსაც რაიმე სერიოზული როლი აქვს სათამაშო, აუცილებლად შევიტანდი კორექტივებს ჩემს წონაში, მაგრამ მუსიკალურ კარიერაში, წონას არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ." განაცხადა ბრიტანელმა მომღერალმა


ადელი გახლავთ ის მომღერალი რომლის ალბომიც გრემის დაჯილდოვებაზე, რომელიც ლოს ანჯელესში, კვირას გაიმართება, წარდგენილია ექვს ნომინაციაზე, მათ შორის წლის საუკეთესო ალბომი. ამ ალბომმა უკვე მიიღო 2011 წლის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ალბომის სახელი.

როგორც ირკვევა, კარლ ლაგერფიდი წამოეგო ჟურნალ "Daily Metro"-s ჟურნალისტის მიერ დაგეგმილ აფიორაზე, რომელმაც სტატიაში სახელწოდებით "Someone Like You" გამოაქვეყნა ლაგერფილდის მიერ ალბათ უფრო ხუმრობით ნათქვამი სიტყვები. ამავე გაზეთთან ინტერვიუში, კარლ ლაგერფილდმა საჟაროდ მოუხადა ბოდიში ადელს და თან დაამატა:

" მე მინდა ადლემა იცოდეს რომ ის არის ჩემი ყველაზე საყვარელი მომღერალი და რომ მე მისი ერთ-ერთი ფანი ვარ, როცა მის კლიპებს ვუყურებ, ყველაფერს სულ სხვანაირად ვხედავ და ვერავინ შემაცვლევინებს ამ აზრს! მე ვიცი რომ ადელმა, კარიერის დასაწყისში 40 ფუნტი დაიკლო და მეც კარგად ვიცი რას როდესაც რაღაცის გამო, მუდამ თავს გახვევიან ჟურნალისტები და ათას სურათს გიღებენ" განაცხადა მან.




imageმიუხედავად ამ ფაქტისა, კრიტიკოსები ძალიან ბევრ ჯილდოს უწინასწარმეტყველებენ ბრიტანელ მომღერალს, იმედოვნებენ რომ ადელი კიდევ უფრო მეტად გააკვირვებთ მათ.
0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:ბექა ნაფეტვარიძე
ბექა ნაფეტვარიძე
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0