ტექნოლოგიური სიახლეები კომპანია Motorola დრეკადი სმარტფონი წარმოადგინა (+ ვიდეო) 2023, 4 ნოემბერი, 8:59 Lenovo Tech World '23–ის გამოფენაზე Motorola–ს კომპანიამ მეტად უჩვეულო გაჯეტის პრეზენტაცია მოაწყო, რომელმაც იქ დამსწრე საზოგადოების ყურადღება, კომპანიის ახალი კონცეფციით – სმარტფონი–სამაჯურით მიიქცია. ეს დრეკადი მოწყობილობა FHD+ pOLED ეკრანით, შეიძლება ნებისმიერი სცენარისთვის იყოს ადაპტირებული. ის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი ტელეფონ – Android–ი და ასევე, როგორც აქსესუარი, სამაჯურის სახით. სამაჯურის ფორმის მიცემით, რა თქმა უნდა, ეკრანის ფორმა იცვლება. მაგრამ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მისი ზომა 9, 6 დუიმია. ხოლო, ვერტიკალურ მდგომარეობაში, ის შეიძლება, გამოყენებულ იქნას, როგორც დამოუკიდებელი მოწყობილობა, 4, 6 დუიმის ეკრანით, ან მისი მაჯაზე შემოხვევა შეიძლება, რაც მგზავრობის დროს, განსაკუთრებით მოსახერხებელია. არხის სხვა სიახლეები:* რეალური ისტორიული ფაქტები, რომლებიც ბოდვას და ტყუილს უფრო ჰგავს* აღმოჩენილია უფრო ძველი დოკუმენტი, ვიდრე შუმერული ჩანაწერებია – საიდან გავჩნდით პლანეტაზე და როგორ მივაღწიეთ ასეთ განვითარებას?* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – უცნაური ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (III ნაწილი)* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი64 შეფასება არ არის
|