სხვა 25 იაპონური უცნაურობა, რომელიც ყველა ტურისტს შოკში აგდებს 2023, 2 ნოემბერი, 16:30
იაპონია თავისი მრავალრიცხოვანი ცათამბჯენებით, იმპერატორტა სასახლეებით, მთიანი ეროვნული პარკებითა და ათასობით ტაძრით წყნარ ოკეანეში მდებარე 127 მილიონიან კუნძულოვან სახელმწიფოს წარმოადგენს. ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ რომ "ამომავალი მზის" ქვეყანა ერთი, ჩვეულებრივი, თანამედროვე სახელმწიფოა ხალხმრავალი ქალაქებითა და მუდამ საქმიან კოსტიუმებში გამოწყობილი უამრავი ადამიანით, მაგრამ მის შესახებ გავრცელებული სახალისო, ზოგჯერ კი მართლაც გასაოცარი ფაქტების გაგების შემდეგ ეს ქვეყანა მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის კიდევ უფრო უცნაური და ამოუცნობი ხდება! დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 25 იაპონურ უცნაურობას, რომელიც ყველა უცხოელს შოკში აგდებს.
იაპონია 6800-ზე მეტი კუნძულისგან შედგება, რომელთა საერთო ფართობიც 377915 კმ²-ს შეადგენს
იაპონიაში ხილი ძალიან ძვირი ღირს, მაგალითად, ერთი ვაშლი - ორი დოლარია, ბანანის ერთი ასხმა კი - ხუთი, ხოლო ხორცი და თევზი პირიქით, სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია, რაც სავარაუდოდ, ერთგვარი კომპენსაციაა ხილის საფასურზე
ანიმაციური იაპონური ფილმები და სატელევიზიო შოუები (ანუ ანიმე) მსოფლიო ანიმაციური გართობის 60%-ს შეადგენს, იაპონიაში ანიმაცია იმდენად წარმატებულია, რომ ქვეყანაში თითქმის 130 ხმისჩამწერი სკოლა ფუნქციონირებს
თოვლის ბაბუებს აქ მხოლოდ ორი თოვლის გუნდისგან აკეთებენ, რომელიც ტორსისგან და თავისგან შედგება
იაპონიის მოსახლეობის 21%-ს მოხუცები შეადგენენ, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 50 000-ზე მეტი ხანდაზმული ცხოვრობს
ოფილა შემთხვევები, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ნებაყოფლობით გადამდგარან, მიზეზი კი საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობა ყოფილა
პორნოგრაფია - პრესის ფურცლებთან ერთად თაროზე როგორც წესი, ადგილი "ჰენტაისაც" ეთმობა. მას თინეიჯერებზეც კი უპრობლემოდ ჰყიდიან. ყველაზე მეტი გაყიდვები "ჰენტაის" იმ გამოცემებზე მოდის, სადაც ძალადობისა და სექსის სცენებში არასრულწლოვნები მონაწილეობენ, იაპონელებს ასეთი პრესის "კითხვა" საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ ერიდებათ
იაპონური მატარებელი ერთ-ერთი ყველაზე პუნქტუალურია მსოფლიოში: მისი საშუალო შეყოვნება 18 წამს შეადგენს!
იაპონელები დელფინის ხორცის ჭამას მიჩვეულები არიან. მათთვის მისი ხორცი ისეა როგორც ჩვენთვის - ხბოსი
კვადრატული საზამთრო იაპონელ ფერმერებს მათი მარტივად შენახვის მიზნით მოჰყავთ
იაპონია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც იმპერიის ტიტულს ჯერ კიდევ ატარებს, თუმცა მხოლოდ ფორმალურად
სამუშაოსგან გადაღლილობა იაპონიაში სიკვდილის ოფიციალურად აღიარებული მიზეზია. ყოველწლიურად მისგან 10 000 ადამიანი იღუპება
იაპონიაში შობადობა იმდენად დაბალია, რომ ზრდასრულთა ჰიგიენური საფენები უფრო მეტად იყიდება, ვიდრე ბავშვების
"ტიტანიკიდან" გადარჩენილ ერთადერთ იაპონელს საკუთარ ქვეყანაში მშიშარა უწოდეს, რადგან სხვა მგზავრებთან ერთად ისიც არ დაიღუპა
იაპონურ მეტროში სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილი ცალკე ვაგონები ფუნქციონირებს, რომლებსაც პიკის საათში ამუშავებენ, ეს კი იმიტომ ხდება რომ ჭედვაში მამაკაცებმა ქალებთან მიმართებაში საკუთარ თავს თავნებობის საშუალება არ მისცენ
საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა მხოლოდ აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში მოქმედებს
იაპონიაში 5, 52 მილიონი სავაჭრო ავტომატია, რომლებიც მსურველებს სოდიდან დაწყებული სექსს - სათამაშოებითა და ცოცხალი კიბორჩხალებით დასრულებული ყველაფერს სთავაზობს
იაპონიის კონსტიტუციის თანახმად ამ ქვეყანაში ომში მონაწილეობა და არმიის შექმნა აკრძალულია
ამ ქვეყანაში უცხოელებს მინიმალურ ხელფასს უხდიან, რაც თავად იაპონელების საშუალო მაჩვენებელს ბევრად აღემატება, სამსახურში მისაღებად თქვენ ძალიან კვალიფიციური სპეციალისტი უნდა იყოთ, ამიტომ იაპონიაში არც ემიგრანტების შედინება ხდება და იქ არც იაფი მუშახელი არსებობს
იაპონურ ენაში მკაფიო "რ" ბგერის არარსებობის გამო "ამომავალი მზის" ქვეყანაში რონალდ მაკდონალდს დონალდ მაკდონალდს უწოდებენ
იაპონიაში მამრობითი სქესის მოსახლეობის 7%-ი ჰიკიკომორია, ამ ადამიანებმა საზოგადოებისგან იზოლირებულად ყოფნა არჩიეს. ისინი ტოვებენ სამსახურებს, ცხოვრობენ ახლობლების ხარჯზე, არ ერთობიან და სახლიდანაც ხშირად წლების განმავლობაში არ გადიან.
იაპონიაში საკმაოდ უცნაური შეჯიბრი არსებობს, რომელშიც მებრძოლები ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან თუ ვინ ააატირებს პირველი პატარას
იაპონელების საყვარელი სასაუბრო თემა - საკვებია, საჭმელს თავად კვების დროსაც კი განიხილავენ. ცუდ ტონად ითვლება ტრაპეზის დროს ერთხელაც თუ არ ახსენებთ სიტყვას - "გემრიელიას".
იაპონიის საზოგადოებრივი ტუალეტების თავსახურები გათბობის რეჟიმითა და წყლის ხმების იმიტაციის ფუნქცით არის აღჭურვილი, უნიტაზს ისევე როგორც კოსმოსურ ხომალდს არაერთი რეჟიმი და ღილაკი აქვს! ამ ქვეყანაში ყველაფერი მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული !!
აქ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გასართობი პარკი "Disney Sea" ფუნქციონირებს. მართალია, ამ ქვეყნის ცხოვრების სტილში ჩვენთვის ბევრი რამ მიუღებელი და უცნაურია, მაგრამ ვერსად გავექცევით იმ ფაქტს რომ იაპონიას განსხვავებული კულტურა და განვითარების ისტორია აქვს, რაც ერთმნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი და პატივსაცემია, მით უმეტეს, თუკი ამ ქვეყნის მონახულებას უახლოეს მომავალში გეგმავთ. იაპონია ტურისტებისთვის, ისევე როგორც მეცნიერებისა და ინვესტორებისთვის დიდ ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რადგან ის წინ უსწრებს სხვა მოწინავე ქვეყნებს ინოვაციური განვითარებისა და გამოგონებების თვალსაზრით, რომელთაც დღეს უკვე ნანოტექნოლოგიებს უწოდებენ.
|