სხვა საარქივო კადრების უნიკალური კოლექცია, რომელთაგან თითოეული საკუთარ ისტორიას ჰყვება 2023, 1 ნოემბერი, 16:45 ზოგჯერ ფოტოებს ისტორიის წიგნებთან შედარებით გაცილებით უფრო მეტის მოყოლა შეუძლიათ. სწორედ ასეთი რარიტეტული ფოტოებია თავმოყრილი ჩვენს დღევანდელ კოლექციაშიც. სხვადასხვა ეპოქის ამ უნიკალურ კადრებზე აღბეჭდილი არიან როგორც მსოფლიოს ცნობილი პიროვნებები, ასევე უბრალო ადამიანები, რომლებიც საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან.მეზღვაურები გემ "Garthsnaid"-ის ანძაზე ქარიშხალში მუშაობისას, 1920 წელითელონიუს მონკი - ცნობილი ამერიკელი ჯაზის პიანისტი და კომპოზიტორი369-ე ქვეითი პოლკი, რომლის ერთ-ერთი მეტსახელი "Harlem Hellfighters" (ჰარლემის ჯოჯოხეთის მებრძოლები) გახლდათ, 1919 წელი, პირველი მსოფლიო ომის დროს რამდენიმე ამერიკული განყოფილება დაკომპლექტდა ექსკლუზიურად ფერადკანიანებით, მაშინ ჯერ კიდევ რასობრივი თანასწორობის შესახებ კანონი ჩანასახშიც კი არ იყო, სხვადასხვა კანის ფერის ადამიანებისთვის სპეციალური დანაყოფები ჯარშიც კი არსებობდა, და უნდა ითქვას რომ "ჰარლემის ჯოჯოხეთის მებრძოლები" დანარჩენების ფონზე თავს მშვენივრად წარმოაჩენდნენევროპის ყველაზე პატარა, ყველაზე მაღალი და ყველაზე მსუქანი ადამიანი ბანქოს თამაშისას, 1913 წელიმამაკაცის ტრადიციულ კოსტიუმში გამოწყობილი 17 წლის ფრიდა კალო საოჯახო ფოტოსთვის პოზირებს, 1924 წელიმე -8 კლასელი კურტ კობეინი დრამზე დაკვრისას, 1981 წელირიგითი ჯეიმს ჰენდრიქსი გიტარაზე დაკვრისას, აშშ-ს სამხედრო ბაზა ფორტ კემპბელი, 1962 წელიპატარა ელვის პრესლი მშობლებთან გლედისთან და ვერნონთან ერთად, 1938 წელისამურაები, 1860 წელიამერიკელმა მეზღვაურებმა იაპონიის კაპიტულაციის შესახებ შეიტყვეს, 1945 წელიფოტო აშშ-ს უზენაეს სასამართლოს სხდომაზე ფარულად არის გადაღებული, 1932 წელიაბრაამ ლინკოლნის ერთადერთი ცნობილი ფოტო გეტისბურგში. კადრი მის ცნობილ გეტისბურგის მიმართვამდე სამი საათით ადრეა გადაღებული, 1863 წლის 19 ნოემბერი1939 წელს 20 ათასი ამერიკელი ნაცისტი მედისონ -სკვერ -გარდენში კონგრესზე შეიკრიბაალბერტ აინშტაინი და ჩარლი ჩაპლინი, 1931 წელიგაზეთის დამტარებლები მუშაობის დასაწყებად ემზადებიან - ღამის 2 საათი, 1908 წლის 12 თებერვალილუვრიდან "მონა ლიზას" ნახატი მოიპარეს, 1911 წელიფრანგი ქალი ბრიტანელ ჯარისკაცს შუა ბრძოლის დროს ჩაის უსხამს, ნორმანდია, 1944 წელიადოლფ ჰიტლერი პრინც პავლე იუგოსლავიელის მეუღლესთან, პრინცესა ოლგა ბერძენთან საუბრისას, 1939 წელიპრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა ბაჰამის კუნძულებზე დასვენებისას, 1982 წელი712 შეფასება არ არის |