მოვლენები რა წაართვეს ქალებმა მამაკაცებს? 2023, 1 ნოემბერი, 13:21
დღეისთვის ქალთა გარდერობში არის ტანსაცმელი, რომელსაც ზოგიერთ მათგანს მამაკაცებიც ატარებენ, ან პირიქით, თუმცა არის საგნები და ტანსაცმელი, რომლებიც ქალებმა მამაკაცებს წაართვეს და უკან აღარ დაუბრუნეს.
სარაფანი-ეს სამოსი ქალებმა მამაკაცებს მე-17 საუკუნეში წაართვეს, როგორც ჩანს საბოლოოდ.სახელწოდება სპარსულიდან მოდის-serapa, რომელიც იყო"უსახელო, გრძელი მამაკაცის კოფთა."ისტორიული ფილმებიდან გემახსოვრებათ ალბათ...(მათ შორის ქართული ფილმებიდანაც) რა თქმა უნდა ისტორიულ წყაროებშიც არის აღწერილია. მაღალი ქუსლი-ქალებს მაღალ ქუსლზე დგომა ეკრძალებოდათ, განიხილებოდა როგორც "მის მფარველზე მაღლა დგომის მცდელობა", თუმცა საბოლოოდ მამაკაცებს ესენიც "შეაწერეს". წელზე შემოსარტყმელი ქამარი-ძველად, მრავალ ქვეყანაში სამხედროებს წელზე შემორტყმულ ქამარზე ვერცხლის, ბრინჯაოს და ძვირფასი ქვებით გაწყობილი საბნევები ჰქონდათ დამაგრებული.ესეც ქალების მფლობელობაში გადავიდა. ელასტიური წინდები-ამაზე ბრძოლა დიდხანს გრძელდებოდა, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნიდან, საბოლოოდ მამაკაცებმა ესეც დათმეს 1980-იანი წლებიდან. პარიკები-ძველად პარიკებს მხოლოდ გაჭაღარავებული მამაკაცები ატარებდნენ, მდაბიოებს ამის ბედნიერება არ ჰქონდათ, მხოლოდ "ძლიერნი ამა ქვეყნისანი"დაბრძანდებოდნენ პარიკებით.მაგრამ უკვე რომის იმპერიაში ნელ-ნელა ქალებმაც დაიწყეს პარიკების ხმარება, მაგალითად მესალინა, იმპერატორ კლავდიას მესამე ცოლი პარიკგადაცმული მიდიოდა ხოლმე ბორდელში. თვალის ჩრდილი-"დიდ წინასწარმეტყველს ჰქონდა სტიბიუსის ყუთი, იგი სამჯერ ისმევდა თვალის ქუთუთოებზე ხან მარცხენა თვალთან, ხან მარჯვენასთან"- წერს მუჰამედის შესახებ მისი ბიძაშვილი აბდალაჰ იბნ აბასი.ასე ისმევდნენ თვალებზე მაკიაჟს არაბეთის კუნძულზე მცხოვრები მამაკაცები.შემდეგ უკვე მაკიაჟს მეკობრეები იყენებდნენ მზისგან დასაცავად.საბოლოოდ მაკიაჟიც ქალების მფლობელობაში გადავიდა. 291 2-ს მოსწონს
|