x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინაში დაიღუპა მრავალშვილიანი მამა, რომელიც მოხალისედ წავიდა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად

image
ბურიატებს რუსები, როგორც "საზარბაზნე ხორცს" ჯერ კიდევ რუსეთ-იჩქერიის პირველი ომიდან იყენებენ. ბურიატები ძალიან კარგი მონადირეები არიან, კარგ სროლასთან ერთად მათ კარგად აქვთ გარემო პირობებიდან გამომდინარე ათვისებული გადარჩენის ინსტიქტიც. თუმცა მხოლოდ ინსტიქტის იმედად, თანამედროვე ომში შორს, რომ ვერ წახვალ ამას ჩეჩნეთში, სირიასა და უკრაინაში დაღუპული ბურიატების სტატისტიკაც მეტყველებს, რუსულმა არმიამ პროცენტულად უკრაინასთან ბრძოლის პერიოდში ეთნიკურად ბურიატი მებრძოლები დაკარგა.

ნაწილობრივი მობილიზაციის პერიოდშიც ყველაზე მეტი რაოდენობით ბურიატები გაიწვიეს ომში. მიუხედავად ბურიატების უფლებადამცველი ორგანიზაციების ხმამაღალი ანცხადებისა, რომ ბურიატებს იყენებენმ როგორც "საზარბაზნე ხორცს" და რომ მიდის ბურიათი ხალხის გამოუცხადებელი გენოციდი, ბურიატები დღემდე ინტენსიურად მიყავთ საბრძოლო მოქმედებების ზონებში.

ახლახან უკრაინაში რამდენიმე თვიანი საბრძოლო "მოღვაწეობის" შემდეგ უკრაინელი სნაიპერის ტყვიამ შეიწირა 50 წლის მრავალშვილიანი ბურიატი ვლადიმირ ხაგაი, რომელიც მოხალისედ წავიდა ომში. წასვლის წინ ოფიციალური გაცილების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას გაწმენდდა ნაცისტებისგან. ვლადიმერი მშობლიურ ივოლგინსკში დაკრძალეს. ის სიკვდილის შემდეგ ორდენით "მამაცობისათვის" დააჯილდოეს, ხოლო "ბონუსად" მის ოჯახს რამდენიმე ტომარა ფქვილი და ბურღულეული გადასცეს.

0
247
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
247