პოლიტიკა კრემლმა დაღესტანთან დაკავშირებით პუტინის შეხვედრის დახურულ ნაწილზე ისაუბრა 2023, 31 ოქტომბერი, 15:28 ვლადიმერ პუტინისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების შეხვედრის დახურულ ნაწილში დაღესტანში შექმნილ ვითარების მანიპულაციის წინააღმდეგობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გარე ჩარევის საწინააღმდეგო ზომების გაძლიერების შესახებ. „ჩვენ ვისაუბრებთ ზომების გაძლიერებაზე იმავე გარე ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის გარე საინფორმაციო მანიპულაციებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიტუაციის პროვოცირება ჩვენს ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთში მოვლენების თემის გამოყენებით.“ - თქვა პესკოვმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა დაღესტანში მომხდარი არეულობის შემდეგ ნოვო-ოგარევოში სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფოს მეთაურმა მახაჩკალაში განვითარებული მოვლენები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არეულობა დაღესტანში, სხვა საკითხებთან ერთად, პროვოცირებული იყო უკრაინის და დასავლური სადაზვერვო სამსახურების ხელით. 49 შეფასება არ არის
|