მოვლენები რას მალავდნენ საბჭოთა ქალები ტანსაცმლის ქვეშ? - ამას ვერასდროს გამოიცნობთ! 2023, 31 ოქტომბერი, 15:58 ქალებს საცვლების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, ამიტომ ზოგიერთი მათგანი ცდუნებას ვერ უძლებს და უსაზღვრო რაოდენობით სხვადასხვა მოდელის, ფერისა თუ ფაქტურის კომპლექტში უზარმაზარ თანხებს დაუნანებლად იხდის, თუმცა ასე ყოველთვის არ იყო. საბჭოთა კავშირში ქალების საცვლები განსაკუთრებული სილამაზითა და მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. უპირველეს ყოვლისა ის კომფორტული და პრაქტიკული უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, მაქმანიანი ტრუსების ნაცვლად, საბჭოთა ქალბატონები გრძელტოტებიან, შიგნიდან საგანგებოდ ჩათბილულ საცვლებში იწონებდნენ თავს. დღეს, გადავწყვიტე გაჩვენოთ თუ რას მალავდნენ სამოსის ქვეშ იმ პერიოდის მშვენიერი სქესის წარმომადგენლები.რაც შეეხება მაიაკოვსკის მუზას, მას სხვებისგან განსხვავებით თანამედროვე სამოსზე წვდომა კი ნამდვილად ჰქონდამოდური ქალბატონები სასურველი საცვლების შესაძენად სხვადასხვა საშუალებას მიმართავდნენ: ისინი მას ხან თავად კერავდნენ, ხანაც კონტრაბანდული გზით იძენდნენსსრკ-ში ქალის მხოლოდ სტანდარტული 1, 2 და 3 ზომის თეთრეული იშოვებოდა, ხოლო თუ თქვენი "ღირსებები" 0 ან 4 -ზე მეტ ზომას შეადგენდა, მაშინ გამოსავალიც თავადვე უნდა გეპოვათ
იმისთვის რომ ეს საშინელება, რომელიც ქალების არც ფიზიოლოგიურ და არც ანატომიურ მახასიათებლებს არ ითვალისწინებდა სხეულზე რამენაირად მოგერგო, მისი გადაკეთება იყო საჭირო, თუმცა უამრავი საბჭოთა ქალისთვის ასეთი არაკომფორტული და უხარისხო თეთრეულის შეძენაც კი ხელმისაწვდომი არ იყო.70-80-იან წლებში, გაყიდვაში უკვე პოლონური, უნგრული და იუგოსლავიის წარმოების გაცილებით უკეთესი ხარისხისა და შესახედაობის პროდუქცია გამოჩნდა, ხოლო აი, იღბლიანებს კი, რომლებსაც ნათესავები - მეზღვაურები ჰყავდათ, შეეძლოთ თავი დასავლური ბრენდების ულამაზესი თეთრეულით გაენებივრებინათ.თეთრეულის პირველი კატალოგებიდა აი, ისიც ავბედითი საფირმო, ტოტებიანი თბილი საცვალიც, რომელსაც როგორც წესი, ყველა საბჭოთა ქალი სამოსის ქვეშ ატარებდა.334 შეფასება არ არის |