x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ბავშვის ენა ჟესტებით... რას გვანიშნებს პატარა, თქვენ იცოდით?
ბავშვი — ადამიანის ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც იგი ჩვილი აღარ არის, ზრდასრული კი ჯერ არ გამხდარა. ადამიანის ბავშვობის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ საზოგადოებაში ცხოვრობს იგი. გარეომს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისია 18 წლამდე ასაკის ადამიანს ბავშვად თვლის.



image


ბავშვობის სწრაფი ზრდისა და ცვლილებების ხანაა. ადამიანს სწავლის პროცესში უნვითარდება უნარები და აზროვნება, როცა სხეული და ტვინი იზრდება და ცვლილებას განიცდის, ბავშვი თანდათან ახერხებს უფრო და უფრო ზუსტად მართოს ყოველი მოძრაობა. მეტყველებაც სწრაფად უნვითარდება — პირველ სიტყვებს ბავშვი დაახლოებით 1 წლის ასაკში ამბობს, ხოლო 6 წლისამ უკვე 2600-მდე სიტყვა იცის. ბავშვი სამყაროს, ძირითადად, თამაშით შეიმეცნებს. ცხოვრებისეული სიტუაცებისათვის იგი თამაშით ემზადება.

გარდატეხის ასაკში ბავშვი დამოუკიდებელი ხდება. იგი უკვე საკმაოდ თავდაჯერებული და გამოცდილია საიმისოდ, რათა გარკვეული პასუხისმგებლობა იკისროს.




წლამდე ბავშვის განვითარების ეტაპების ცოდნა ახალბედა დედებს საშუალებას მისცემს თვალი ადევნონ, თუ როგორ ვითარდება მათი ჩვილი. ბავშვის ადრეული განვითარება მოიცავს როგორც ფიზიკურ განვითარებას (სხვადასხვა მოძრაობის, მათ შორის სიარულის დაუფლებას), ასევე ბავშვის ემოციური სფეროს ჩამოყალიბებას და სურვილების გამოხატვის უნარს. რომელ თვეში რა უნარები აქვს ახალშობილს, ძირითადად, განსხვავებულია, რადგან ბავშვები სხვადასხვა ტემპით იზრდებიან. თუმცა, არსებობს ბავშვის განვითარების ეტაპები, რომლებიც მიგვანიშნებს თუ როგორ ვითარდება თქვენი პატარა კონკრეტულ ასაკში.



ადრეული ბავშვობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, ხოლო დაბადებიდან ერთ წლამდე ასაკი საოცრად სწრაფი და უნიკალური ზრდის ხანაა. სწორედ ამ დროს ვითარდება თავის ტვინი ყველაზე ინტენსიურად, რაც საფუძვლად ედება ადამიანის შემდგომ ცხოვრებას. ადრეულ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის პოზიტიური მხარდაჭერა და მათთვის მრავალფეროვანი გამოცდილების შეთავაზება.



სანამ ბავშვი არ ისწავლის საუბარს, ზოგჯერ რთულია იმის გაგება, თუ რა სურს მას. გამოდის, რომ ბავშვი დედას და მამას არავერბალურად უხსნის რა სურს. თუმცა, ბევრმა მშობელმა არ იცის ბავშვების ჟესტების ენა და შესაბამისად უჭირთ გაუგონ შვილებს, თუ რას განიცდიან და რა უნდათ იმ კონკრეტულ მომენტში.



დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ჟესტებზე ვისაუბრებთ და აგიხსნით თუ რომელი რას ნიშნავს.




ბავშვის ენა ჟესტებით... რას გვანიშნებს პატარა, თქვენ იცოდით?



1. თუ ფეხებს აფართხალებს - უხარია.

2. თუ ფეხებს გამეტებით გირტყამთ -განგაშია.

3. თუ თავს აქანავებს, არწევს - თავს იმშვიდებს.

4. თუ მუხლებს კეცავს - გაზები აწუხებს, კუჭ-ნაწლავი ან მონელების პრობლემა აქვს. image

5. თუ ხელებს იშვერს ზევით - ეშინია.

6. თუ ზურგში იჭიმება და თავს უკან სწევს - გაბრაზებულია.

7. თუ ხელებით ყურებს ეხება - ან ბედნიერია, ან დისკომფორტი აქვს ღრძილების ტკივილის გამო. image

8. თუ მუშტი აქვს შეკრული - შია. image

0
222
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0