x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სააკაშვილის კრეტინ შეგირდებს ის უფრო აწუხებთ, ბიძინა ივანიშვილი 100 წლის შემდეგ სიცოცხლეს კიდევ 15 წლით რომ გაიხანგრძლივებს" - გელა ზედელაშვილი

image

ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი და ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი "ნოდარ მელაძის შაბათის" ესკლუზიურ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც საუბარია კენიიდან ფოთის პორტში ჩამოტანილ ბაობაბის ხეებზე, რომელთაგანაც ერთს ვერ ანბაჟებენ, რადგან საბუთები დაკარგულია.


"ტრანანანაააააააააა!
შავმა ნოდარამ - ბიძინა ივანიშვილმა კენიიდან ბაობაბები იმიტომ ჩამოიტანა, რომ 100 წლის შემდეგ სიცოცხლე კიდევ 15 წლით უნდა გაიხანგრძლივოსო.
როგორც შავნოდარას ბნელი ქალი გვიყვება, ბაობაბის ხეებს იყენებენ სურვილების ასრულების ბანგის დასამზადებლად. ბაობაბის ფხვნილის რეგულარული მიღება სიცოცხლეს 15 წლით ახანგრძლივებს. ეს არის ყველა დაავადების საწინააღმდეგო ელექსირი.
აი, თურმე რაშია საქმე... ბიძინა ივანიშვილი სტაფილოს წვენით აღარ კმაყოფილდება და ახლა სურვილების ასრულების ბანგი მოუნდა.
კი, მაგრამ მეტი რაღა სურვილი უნდა აისრულოს? ყველაფერი ხომ აისრულა? აააა... სულ რომ ხელისუფლებაში იყოს, ეგა, ხომ? თან ისე უნდა იყოს მუდმივად ხელისუფლებაში, რომ არც ერთი დაავადება არ აწუხებდეს!
თუმცა, არის პრობლემა!
შავნოდარას მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა აფრიკიდან ბაობაბის ხეები გაიტაცა (ჰა, ჰა, ჰა, გაიტაცაო!), კენიის პორტიდან ინდოეთის ოკეანის გავლით ჯერ ატლანტიკის ოკეანეში გადაზიდა, შემდეგ ხმელთაშუა ზღვაში, შემდეგ ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში და ბოლოს ფოთში შემოაცურა.
ოთხი ბაობაბის გამო ამჟამად ფოთის პორტში ყაზარმული მდგომარეობაა გამოცხადებული.
ჩნდება კითხვა: რატომ?
თურმე იმიტომ, რომ ერთი ბაობაბის დოკუმენტებს ვერ პოულობენ და ვერ ანბაჟებენ.
ნოდარას დედაკაცი იფიცება, ამ წუთას ფოთის პორტში ბიძინა ივანიშვილის ბედი წყდება, თუ ეს ერთი ბაობაბი ვერ განაბაჟა, შავი დღეები ელოდებაო... თან იგივე დედაკაცი იძახის, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია, თანაც ოლიგარქიო.
ეეეჰ... რა ვუთხარ ქვეყნის იმ ერთპიროვნულ მმართველს, ერთი ბაობაბი რომ ვერ განუბაჟებია!
შავნოდარას დასკვნა:
ესე იგიო, ამ ბაობაბებს ბიძინა ივანიშვილი სახლამდე ვერ მიიტანს, თუ გზებზე ელგაყვანილობების ბოძები არ დაგლიჯა, საგზაო ნიშნები არ ჩამოხსნა და გზები არ გააფართოებინაო.
წარმოგიდგენიათ?
ეს უკვე აპოკალიფსია!
კაი, ამას გაუძლებს ქვეყანა, ბოძებსა და საგზაო ნიშნებს აღვადგენთ... ამ შემთხვევაში სააკაშვილის კრეტინ შეგირდებს ის უფრო აწუხებთ (მათთვის ტრაგედიაა!), ბიძინა ივანიშვილი 100 წლის შემდეგ სიცოცხლეს კიდევ 15 წლით რომ გაიხანგრძლივებს.
ავაჰმეეეეე... ტრანანანააააააა!"-წერს გელა ზედელაშვილი.
ბაობაბიის ხეების შემოტანაზე ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწერა, ბრიტანული გამოცემა EveningStandard, ცნობით, კენიის ერთ-ერთ პორტთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ამ პორტიდან ბიძინა ივანიშვილმა ოთხი, 250-ტონიანი ბაობაბის ცოცხალი ხე უნდა გაიტანოს. ხეების გადატანით კი, ოთხთვიან სამუშაოში, პორტი, სავარაუდოდ, 850 000 აშშ დოლარს მიიღებს.
თუმცა როგორც ირკვევა, ბაობაბის ხეები მანამდეც იყო შემოტანილი საქართველოში.
"ჩვენს მიერ აქამდეც იქნა საქართველოში ბაობაბის ხე ტრანსპორტირებული 2 მათგანი 1 წელზე მეტია დგას შეკვეთილის სასტუმრო „პარაგრაფში" და უამრავმა დამსვენებელმა დადო ამ ბაობაბთან გადაღებული სელფი სოციალურ ქსელში. ერთი ხის ტრანსპორტიერბისას ფოთის პორტში დაზიანდა დენდროლოგიური პარკისათვის განკუთვნილი ხეების შესახებ ზუსტი ინფორმაცია საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც დამთავრდება პარკის მოწყობა", - ამბობდა "ბათუმელებთან" კომპანია „ურეკი რეზიდენსის" დირექტორი პაატა სულაბერიძე.
imageფოტოზე: ავსტრალიური ბაობაბი "პარაგრაფში"
image

ამასობაში კი, კენიის პარლამენტის დეპუტატებმა გამოძიება დაიწყეს საქართველოში ბაობაბის ხეების ექსპორტთან დაკავშირებით. ადგილობრივი მედიის თანახმად, ისინი სამ სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებენ ხეების გაყიდვის დროს გამჭვირვალობის ნაკლებობასა და კორუფციაში. თავის მხრივ, ბრალდების სუბიექტები ამბობენ, რომ ხსენებული ტიპის ხეები გადაშენების პირას მყოფ სახეობათა შორის არ არის და, შესაბამისად, მათი გაყიდვა დასაშვებია.

საქმე ეხება ბაობაბის 8 ხეს, რომელიც უცხოურ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გადაეტანა კენიის კილიფის ოლქიდან. როგორც კენიის სატყეო სამსახურში ამბობენ, მათ აცნობეს, რომ ხეების დანიშნულების ადგილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკი.


“განზრახვა იყო, რომ ხეები გამოფენილიყო [ერთ-ერთ] განყოფილებაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეგროვილ ხეებთან ერთად”, — აღნიშნავს სამსახურის წარმომადგენელი ჯეიმს მვენდენი.

ექსპორტის შეთანხმებას გარემოსდამცველთა პროტესტი მოჰყვა.

მყიდველად ასახელებენ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გვასალიას. ადგილობრივთა ცნობით, სწორედ გვასალია ხელმძღვანელობდა იქ ჩასული უცხოელი კონტრაქტორების ჯგუფს, რომელმაც ბაობაბების მოძიება 2019 წლიდან დაიწყო. იგი იყენებდა დრონებსაც, რათა “საუკეთესო” ხეები ამოერჩია.

როგორც სატყეო სამსახურში აღნიშნავენ, ამოძირკვული ხეები კენიის ტერიტორიაზე რჩება. ჯეიმს მვენდენი ასევე ამბობს, რომ იმ დროისთვის, როცა ბაობაბების საკითხი სატყეო სამსახურის ყურამდე მივიდა, ხეები უკვე ამოძირკვული იყო.

გასულ წელს, პროტესტის ფონზე, კენიის მთავრობამ ბაობაბების საქართველოში ექსპორტის პროცესი შეაჩერა, დასძინა რა, რომ შესაბამისი ლიცენზია არალეგალურად იყო გაცემული.

თუმცა გადაწყვეტილება მიმდინარე წლის თებერვალში შეიცვალა, როცა კენიის სატყეო სამსახურმა გიორგი გვასალიას ნებართვა მისცა, ბაობაბები საქართველოში გაეტანა . უწყება დასძენდა, რომ ხსენებული ხე გადაშენების პირას მყოფი სახეობა არ არის და მას არც დაცული ხის სახეობის სტატუსი აქვს კენიაში.

0
113
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0