საზოგადოება რეჯი სპირსის უცნაური ამბავი – ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ამანათით სხვა კონტინენტზე გააგზავნა (ნაწილი მეორე) 2023, 30 ოქტომბერი, 15:09 ავსტრალიელ რეჯი სპირსს, რომელსაც ბილეთის შესაძენად საკმარისი ფული არ ჰქონდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება ეჩქარებოდა, რადგან შინ ქალიშვილი დაბადების დღეზე მის ჩასვლას ელოდა, თავში ორიგინალური იდეა დაებადა. გადაწყვიტა საკუთარი თავი სხვა კონტინენტზე გაეგზავნა.
როგორ დაიწყო რეჯი სპირსის საშიში თავგადასავალი, შეგიძლიათ ნახოთ პირველ ნაწილში აქ. პარიზში შარდის ბოთლი ფრანგმა გადამზიდავებმა იპოვეს, მაგრამ, სპირსის საბედნიეროდ, ვერ გაიგეს, საიდან აღმოჩნდა აქ. აეროპორტის თანამშრომლებმა ჩათვალეს, მათმა ლონდონელმა კოლეგებმა ბოთლი დაცინვის მიზნით დადეს. საშინლად გაბრაზდნენ და მასხარები ხმამაღლა გალანძღეს. მტვირთავებმა საზიზღარი ბრიტანელების ლანძღვით ყუთი სხვა თვითმფრინავში გადაიტანეს და მოგზაურობა გაგრძელდა. შემდეგი დიდი გაჩერება სპირსის მოგზაურობაში იყო ინდოეთის ქალაქი ბომბეი. იქ რეჯის ძალიან გაუჭირდა და სწორედ ის თასმები გამოადგა. აქ ყუთებს ძალიან დაუდევრად ტვირთავდნენ, შემდეგ თავდაყირა მოათავსეს, სახურავზე გაფრთხილების ნიშანი არ გაითვალისწინეს. ავსტრალიელს თავისი ცხოვრების 4 არც ისე საუკეთესო საათის თავდაყირა გატარება მოუწია, თან 40 გრადუს სიცხეში. სახლში ჩამოსვლა მორიგი გადატვირთვის შემდეგ ამანათი რეჯით ფინიშის ხაზზე აღმოჩნდა – თვითმფრინავში, რომელიც მიფრინავდა პერთიში. ჩაფრენისას გაიგონა მშობლიური ავსტრალიური დიალექტი – პერთის მტვირთავებმა ლანძღეს მისი ყუთი, რომელიც მათთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. სპირსს ლანძღვაც სიამოვნებდა, რადგან ხვდებოდა, რომ თითქმის სახლში იყო. როცა აეროპორტის თანამშრომლებმა საწყობი დატოვეს, მოხეტიალე ყუთიდან გამოვიდა. „ვიცოდი, რომ ყუთს საბაჟო საწყობში გადაიტანდნენ. როცა იქ აღმოვჩნდი, მაშინვე გადმოვედი. იქვე ლუდის ყუთები იყო. ჩვეულებრივ, არ ვსვამ, მაგრამ ვერ გავუძელი და ბოთლი გავხსენი“. საწყობი საიმედოდ იყო ჩაკეტილი და დალუქული, მაგრამ სპირსმა მოახერხა რაღაც ხელსაწყოების პოვნა, რომლითაც კედელში ხვრელი გააკეთა. ამის შემდეგ ჩაიცვა კოსტიუმი, რომელიც ზურგჩანთაში ჰქონდა, აეროპორტის ტერიტორიას გასცდა და ქალაქისკენ მიმავალ მანქანაში ჩაჯდა. მალე სპირსი სახლში იყო. მისი ჩამოსვლა ქალიშვილისთვის დაბადების დღის ნამდვილი საჩუქარი იყო. ეიფორიაში მყოფ სპირსს, რომელმაც სამდღიანი სახიფათო მოგზაურობა წარმატებით დაასრულა, რაღაც დაავიწყდა. ლონდონელ მეგობარს, ჯონ მაკსორლის ჩასვლის შესახებ არ შეატყობინა. ბრიტანელი ადგილს ვერ პოულობდა. მისმა წარმოსახვამ დახატა დამსხვრეული, გაყინული ან მშიერი მეგობრის სურათები. ახლა, ინტერნეტის ეპოქაში, ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ 60-იან წლებში ყველაფერი რთული იყო. სასოწარკვეთილმა მაკსორლიმ ვერ გაუძლო, ჟურნალისტებს მიმართა და საოცარი ამბავი მოუყვა. ამან რეჯი სპირსი მაშინვე მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული გახადა. მისით აღფრთოვანებული იყვნენ და ნამდვილი ავსტრალიელის მაგალითად მოყავდათ – უშიშარი და საზრიანი. ამანათში ტრანსკონტინენტური ფრენის ამბავი იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ სპირსის ცოლსაც დიდი ხნის განმავლობაში არ სჯეროდა. ავიაკომპანიაში Air India სკანდალი ატყდა და რამდენიმე თანამშრომელი დაისაჯა. აი, სპირსი ამანათების გადაზიდვის კომპანიამ პასუხისგებაში არ მისცეს. სათავო ოფისმა გადაწყვიტა, რომ ღარიბი სპორტსმენისგან მაინც ვერაფერს მიიღებდა. გარდა ამისა, ამანათში მყოფი კაცის ამბავმა დიდი საფიქრალი მისცათ და აიძულათ, სატრანსპორტო საქონელს მეტი ყურადღებით მოქცეოდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს დროში ამანათით ადამიანის გადაზიდვის მცდელობა წარუმატებლად დასრულდებოდა. ახლა ყუთები ტვირთით ჰერმეტულად იფუთება და მასში პლუს ტემპერატურაა შენარჩუნებული. ყუთებს სათანადოდ ამოწმებენ და მოგზაურს ჯერ კიდევ ლონდონში ჩატვირთისას აღმოაჩენდნენ. როგორ განვითარდა სპორტსმენის და ავანტიურისტის, რეჯი სპირსის ცხოვრება? 1981 წლამდე მშობლიურ ადელაიდაში ცხოვრობდა, შემდეგ გაუჩინარდა. ის კოკაინით ვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი და სპირსმა გაუჩინარება გადაწყვიტა. 3 წლის შემდეგ შრი-ლანკაში დააკავეს და ისევ ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის. ეს ქვეყანა სიკვდილის მოვაჭრეებს თავზე ხელს არ უსვამს, ამიტომ სიკვდილით დასჯა სწრაფად მიუსაჯეს. რეჯიმ მოახერხა კარგი ადვოკატის პოვნა და აპელაციის მოგება. მაგრამ სამართლიანობამ ხელიდან არ გაუშვა. მამაკაცი ხელბორკილით ავსტრალიაში დაადეპორტეს. აქ ისევ სასამართლოს წინაშე წარსდგა. სამშობლოში სპირსს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სრულად მოიხადა. გათავისუფლების შემდეგ მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნდა და ჯონ მაკსორლისთან ერთად დაწერა წიგნი მისი თავგადასავლის შესახებ. ახლა რეჯი სპირსი ჩვეულებრივი ავსტრალიელი პენსიონერია. ასევე დაგაინტერესებთ: 1. უკვალოდ გაუჩინარებულები: ძუჰაცუ – რეალური ცხოვრებიდან გაქცევის იაპონური ფენომენი 2. უკიდურესი უიღბლობის ამბავი: მამაკაცი 20 წლის წინ ნასროლმა ტყვიამ მოკლა 3. ეს მამაკაცი ალკატრასის ციხიდან გაიქცა. 50 წელი გავიდა და მან FBI-ს წერილი მისწერა 4. როგორ ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 1 % - 15 ფაქტი 5. 7 პატიმარი მხოლოდ ცხარე წიწაკის და მარილის გამოყენებით ციხიდან გაიქცა 6. გაიცანით ბოლო ადამიანი, რომელმაც „ტიტანიკი“ დატოვა 7. 50 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარმა ცოლს ჰკითხა, მისი ერთგული თუ იყო: მოსმენილმა გონება დააკარგვინა 8. დარწმუნებული ხართ, რომ სურათზე მამაკაცია? გაიგეთ, საინტერესო რამ მის შესახებ 9. 10 ამაზრზენი ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ 10. მღვდელმა საკუთარი ხელებით ხეზე 10 სართულიანი სახლი ააშენა. შესანიშნავად გამოიყურება უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 164 1-ს მოსწონს |