არქიტექტურა მიტოვებული არქიტექტურული შედევრები (საქართველო) 2023, 30 ოქტომბერი, 13:12 ფოტოგრაფმა Jahz Design-მა იმოგზაურა ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში, რათა გადაეღო მიტოვებული საბჭოთა არქიტექტურა. გზად ის წააწყდა "დავიწყებულ საგანძურს" - შენობებს, რომელთა ცარიელი კედლები მოიცავს არქიტექტურის შედევრებს და ისტორიას წარსულ ეპოქაზე.
"საბჭოთა არქიტექტურა გამოირჩევა გრანდიოზულობით და უტილიტარულობით, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ბევრ ქვეყანაში. ბოლო წლებში, მრავალი საკულტო საბჭოთა შენობა მიტოვებულია და ავარიულ მდგომარეობაშია, რომელიც წარსული ეპოქის მოწმეა. მე ვიმოგზაურე და მოვინახულე სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, სადაც შევძელი ამ მივიწყებული ობიექტების შესწავლა. თითოეული შენობა თავის უნიკალურ ისტორიას მოგვითხრობს. ბრუტალისტური სტილის ძეგლები, დანგრეული სანატორიუმები და მკაცრი ადმინისტრაციული შენობები წარსულის ჩუმი მოწმეებია. ეს ყველაფერი ქმნის სიურეალისტურ ატმოსფეროს, რომელშიც დრო როგორც ჩანს გაჩერდა“, - წერს ფოტოგრაფი. ქვემოთ გაეცნობით ფოტოგრაფის მიერ საქართველოში გადაღებულ ფოტოებს.სამწუხაროდ ფოტოგრაფს მითითებული არ აქვს კონკრეტული ადგილი, თუ სად არის გადაღებული ფოტო, თუ ვინმეს გეცნობათ ადგილი, გთხოვთ კომენტარში დააფიქსიროთ! მიტოვებული კინოთეატრი "აპოლო" მიტოვებული სანატორიუმი კულტურის სახლი მიტოვებული სპორტული სკოლა არქეოლოგიური მუზეუმი კიდევ ერთი სანატორიუმი სტალინის ძეგლი სანატორიუმი სტალინის სახელობის კულტურის სახლი კულტურის სახლი მოზაიკა კოსმონავტის გამოსახულებით სანატორიუმი საცეკვაო დარბაზი 152 2-ს მოსწონს
|