საქართველო
"ისეთი წყევლა-კრულვა ამიტეხეს, ჯოჯოხეთში მყოფ ყველა ეშმაკს რომ შეშურდებოდა"- რა შეემთხვა შალვა ნათელაშვილს
2023, 30 ოქტომბერი, 12:59
"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:
"ავადმყოფ--ბიძინისტ ტროლ--ბოტებს კვირაძალიც ვერ აჩერებს. როგორც კი მიიღეს განკარგულება ჩემს გუშინდელ ბრიფინგზე, რომელიც გრიპზე უფასო აცრებს ეხებოდა--- დილის 9 საათიდან ფეის-- გვერდზე ისეთი წყევლა--კრულვა ამიტეხეს, ჯოჯოხეთში მყოფ ყველა ეშმაკს რომ შეშურდებოდა. მარტო ოლიგარქის კი არა ამათი ადგილიც საზოგადოებაში არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, მბრძანებელი გაცოფდა, როდესაც შევახსენე კოვიდის საწინააღმდეგოდ შემოსული 10 მილიარდიანი დახმარების სახლში წაღება, რის გამოც საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში ამ ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობით, მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით“.- ვკითხულობთ ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტის ფეისბუქპოსტში.