კინო "სიყვარულზე დაელაპარაკე, მგონი თენგიზი უყვარსო" - ლეილა აბაშიძის მოგონება თენგიზ არჩვაძეზე 2023, 29 ოქტომბერი, 12:53 28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული თეატრის და კინოს გამორჩეული მსახიობი, გასული საუკუნის ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავი თენგიზ არჩვაძე. დღეს გაგაცნობთ ლეილა აბაშიძის მოგონებას თენგიზ არჩვაძეზე, რომელიც ფილმ "შეხვედრა მთაში" გადაღების დროს მოხდა. "მახსოვს, როდესაც ვიღებდით ფილმს “შეხვედრა მთაში”, მახსოვს, რეჟისორმა კოლია სანიშვილმა მითხრა, ხევსურული კილო შეისწავლეო. არადა, მთის ქალებს ლაპარაკი არ უყვართ. ერთი მშვენიერი ხევსური ქალი, სახელად სამძივარისა შევარჩიე, დავდევ და ველაპარაკები, ის კიდევ ყველაფერზე “ჰო”-ს ან “არა”-ს გაიძახის. – რა ვქნა, ბატონო კოლია, არაფერი გამომდის, ყველაფერზე “ჰო”-ს და “არა”-ს გაიძახის სამძივარისა-მეთქი, – შვჩივლე რეჟისორს. – სიყვარულზე დაელაპარაკე, მგონი თენგიზი უყვარსო, – გამოსავალი მასწავლა რეჟისორმა. გამოგიტყდებით და, არა მარტო მას, თითქმის ყველა ქალს, მათ შორის მეც მიყვარდა თენგიზი.” 410 2-ს მოსწონს
|