x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 ვარსკვლავური კაბა, რომლებიც არაფერს მალავს

image

მსოფლიო შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები სამოსის არჩევისას როგორც წესი, განსაკუთრებული მოკრძალებით არ გამოირჩევიან, რადგან მშვენივრად ხვდებიან რომ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დახვეწილი ჩაცმულობით შეიძლება შეუმჩნეველიც კი დარჩნენ, კრიტიკოსთა და ფოტოგრაფთა მთელი ყურადღება კი შეიძლება მათივე უფრო თამამი კოლეგის მიმართ იყოს მიპყრობილი, რომელთაც თავისი "ღირსებების" გამომზეურების არ შეეშინდა. ალბათ, ბევრი შიშველი კაბა გინახავთ, მაგრამ რასაც ქვემოთ ნახავთ, მართლა შოკში ჩაგაგდებთ!


image



ამერიკელ მოდელს, ბელა ჰადიდს როგორც ჩანს, კანის კინოფესტივალზე საცვლების ჩაცმა დაავიწყდა და მთელი საღამოს განმავლობაში ინტიმურ ადგილს კაბით ელეგანტურად იფარავდა.


image



თამამი ჩაცმულობის მოყვარული ბარბადოსელი ლამაზმანის ეს ლუქი საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია. როგორც ჩანს მომღერალს მაღალი ჭრილი ეცოტავა და საკუთარი "ლუქისთვის" კიდევ უფრო მეტი პროვოკაციულობის მისანიჭებლად მან კაბას გამჭირვალე ბიუსჰალტერი დ შავი წინდები შეუხამა, რითიც მთელი მსოფლიო აალაპარა.


image


პროვოკაციული ჩაცმულობის კიდევ ერთი მოყვარული რიტა ორაა, რომელიც საზოგადოების წინაშე მაღალი ჭრილის ალისფერი კაბით წარსდგა.


image


ტრენდმა ყველაზე დიდი პოპულარობა მოდელებს შორის მოიპოვა, ღრმა ჭრილის კაბების მოდას არც კენდალ ჯენერი ჩამორჩა, რომელმაც ზედმეტად თამამი ქვედატანი მოკრძალებული ზედატანით დააბალანსა.



image



მომღერალმა იგი აზალიამ კოლეგების მსგავსად თავისი ტრენდული კაბით ქალურ ფორმებს ასევე გაუსვა ხაზი, რომელსაც ვარსკვლავის თაყვანისმცემლების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. სელებრითის ზოგიერთი ფანი კაბის წინა მხარეს ჩადგმულ გამჭვირვალე ჩანართს ზედმეტად თვლიდა, ზოგიც კი პირიქით, ფიქრობდა რომ ის მომღერლის იმიჯს პიკანტურობას მატებდა.


image

სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს რომ 2016 წლის კანის კინოფესტივალი საზოგადოებას არა მხოლოდ ბელა ჰადიდის თამამი ჩაცმულობით დაამახსოვრდა. ტრენდს "მხარდაჭერა" მისმა კოლეგებმაც გამოუცხადეს. ვატიკანის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერაზე მყოფი სტუმრები წითელ ხალიჩაზე ნარინჯისფერ კაბაში გამოწყობილი ჯულია სალემის გამოჩენით შოკში ჩავარდნენ, რომელიც მის ბიკინის ზონას ძლივს ფარავდა.

image


თუმცა სიურპრიზები კანში ამით არ დასრულებულა, პუბლიკა შოკში ამჯერად, კიდევ ერთი პოპულარული მოდელის, დიანა მელოს თამამმა ჩაცმულობამ ჩააგდო, რომელიც ლამაზმანის ყველა "ღირსებას" აშიშვლებდა.


image


ხოლო აი, რაც შეეხება ცნობილ მომღერალს ტონი ბრექსტონს მას კი შეუძლია თამამად იამაყოს რომ ეცვა ყველაზე თამამი კაბა, რომლის ჭრილებიც პირდაპირ იღლიებიდან იწყებოდა, და სხვათა შორის ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მსგავსი ფასონი მეინსტრიმული გახდებოდა!


image


სამოდელო ბიზნესის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც წითელ ხალიჩაზე მაღალი ჭრილის მოდური კაბით გამოჩნდა ანა რუბიკი გახლდათ. ვარსკვლავის ჩაცმულობა დეკოლტეს ზონაში ასევე პროვოკაციული ჭრილით გამოირჩეოდა.


image


ჩვენს დღევანდელ ათეულში უყურადღებოდ ნამდვილად ვერ დავტოვებდი ტოპ - მოდელის, კრისი ტეიგენის ჩაცმულობასაც, რომელიც 2016 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე ნამდვილ "ბომბად" იქცა.








0
436
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
436