x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ბოშა ბარონების საფლავების აბსურდული ფუფუნება, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ
image


ყველა ჩვენგანი ამ წუთისოფლის სტუმარია და მთელი სიცოცხლის განმავლობაში რამდენი ქონებაც არ უნდა დავაგროვოთ იმქვეყნად მაინც ვერაფერს წავიღებთ, ხოლო აი, ბოშა ბარონები კი სულ სხვაგვარად ფიქრობენ და მათი დაკრძალვა ერთგვარად ერთი სასახლიდან მეორეში გადასვლას მოგვაგონებს, მეტიც, მათი სასაფლაოსკენ მიმავალი გზაც კი მაქსიმალური ფუფუნებითა და კომფორტით არის სავსე.


image


მიუხედავად იმისა, რომ ბოშები ქრისტიანები არიან მათი დაკრძალვის წეს-ჩვეულებები ჩვენგან ძირეულად განსხვავდება. ამ ერის წარმომადგენლები თვლიან რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ცხოვრებას აგრძელებს და მას იმქვეყნადაც ყველაზე კომფორტული გარემოს შექნა სჭირდება. უმაღლეს დონეზე დაკრძალვის საშუალება ძალიან ცოტა ადამიანს აქვს, მაგრამ ბოშა ბარონებისთვის მიწისქვეშა საფლავი - დაკრძალვის შეუცვლელი ატრიბუტია. ბოშა არისტოკრატებს ეგვიპტური ფარაონების მსგავსად - ფართო სამარხებში კრძალავენ, რომლებიც ყველა იმ ნივთით არის აღჭურვილი, რომელიც აწ გარდაცვლილს სიცოცხლის განმავლობაში უყვარდა.


image



ბოშა ბარონის განსასვენებლი მიწისქვეშ მდებარეობს, ზემოდან კი პომპეზური გრანიტის ან მარმარილოს ძეგლია დამონტაჟებული. მონუმენტი მიცვალებულს მინიმუმ სრული სიმაღლით, ზოგჯერ კი ცხენით ან მანქანით გამოსახავს. საფლავში ათავსებენ ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ტანსაცმელს, ელიტარულ ალკოჰოლს, მობილურ ტელეფონებს და ოქროს ნივთებს. საყოფაცხოვრებო და ფუფუნების საგნების გარდა, გარდაცვლილთან ერთად კრძალავენ ყველაფერს, რაც მას სიცოცხლის განმავლობაში უყვარდა. საპარსი, ჩუსტები, საყვარელი პიჟამა, ფიკუსი - საფლავში ზოგჯერ ყველაზე უჩვეულო ნივთებსაც კი ნახავთ, რომლებსაც გარდაცვლილი ადამიანის შემდგომი ცხოვრების განათება შეუძლია.


image


ზოგჯერ მრავლმხრივი ინტერესების მქონე შეძლებულ ადამიანს, როდესაც ბოლო გზაზე აცილებენ მისთვის საგანგებოდ რამდენიმე ოთახიან მიწისქვეშა "ბინას" აწყობენ. ყველაზე მოდურად კი ავტოფარეხიანი საფლავი ითვლება, რომელშიც გარდაცვლილის მანქანაა განთავსებული, თუმცა უნუგეშო ნათესავებისგან ასეთი ზრუნვა იშვიათია.


image


მას შემდეგ, რაც კუბო თავის ადგილს მიწისქვეშა სასახლეებს შორის იკავებს, დაკრძალვაზე დამსწრე ქალები ოქროს სამკაულებს იხსნიან და საფლავში ყრიან. ამის შემდეგ საძვალე რკინაბეტონის ფილებით იხურება და საიმედოობისთვის ზემოდან ბეტონი ესხმება. მიუხედავად იმისა, რომ საფლავის ძარცვა ყოველთვის დიდ ცოდვად ითვლებოდა, ზოგიერთი მოქალაქისთვის მიწისქვეშა ძარცვით სოლიდური მოგების მიღება მაინც დიდ ცდუნებას წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ მიცვალებული მას ამ დროს ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.



image


ბოშათა სამარხებიდან როგორც წესი, ყველაზე ხშირად ოქროს ნივთები და ფული იკარგება, თუმცა ზოგჯერ თავდამსხმელები უარს არც მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ამბობენ.



image


ყურადღებას თავად დაკრძალვის პროცესიც იმსახურებს. გარდაცვლილს ძვირფასი ხისგან დამზადებულ ექსკლუზიურ კუბოში ათავსებენ, სადაც სურვილისამებრ შეიძლება როგორც კონდიციონერი, უკაბელო კომუნიკაცია და ასევე ავტონომიური განათებაც დამონტაჟდეს. სწორედ ასეთი კუბო შეუკვეთეს ბარონ ფლორიან ჩიოაბასთვის, რომლის დაკრძალვაც რუმინეთის ქალაქ სიბიუში 2013 წლის აგვისტოში გაიმართა.


image


ამ ადამიანმა ეს სამყარო დიდი ოვაციებით დატოვა. მის ბოლო გზაზე გასაცილებლად მსოფლიოდან 59 ქვეყნის დელეგაცია ჩავიდა, სუპერქარებისა და ლიმუზინების სამგლოვიარო მსვლელობა კი 7 კმ-ზე იყო გადაჭიმული. აი, ასე კი დიდი ბრიტანეთის "ბოშების დედოფალს" დაემშვიდობნენ.


image


ქალის ოჯახმა ოთხი ცხენის კატაფალკა და ლიმუზინების მთელი კორტეჟი დაიქირავა. სევდიანი ცერემონიის გასაფორმებლად მარტო ყვავილებზე 16 ათასი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა. საფლავზე განთავსებული 60 გვირგვინიდან თითოეული ერთი მეტრის სიმაღლის გახლდათ და გარდაცვლილის საყვარელი საგნების - ცხოველების, ტკბილეულის, ლეკვებისა და პონის ფორმას იმეორებდა.


imageimage


ეს ვიტორიო კაზამონიკას სამგლოვიარო პროცესიაა, რომელიც იტალიაში მაფიის ბოშათა კლანს ხელმძღვანელობდა. ექვსი ცხენი, მდიდრული კატაფალკა და რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული მსვლელობა, მისი გარდაცვალებიდან მალევე იტალიის ხელისუფლება მის კლანს დაუპირისპირდა, 2018 წლის შემოდგომაზე კი კაზამონიკას ოჯახის ვილები მასიურად
დაანგრია.


image


ბოშათა ქანდაკებები შორიდანაც კი მოჩანს. გარდაცვალებულთა არა მხოლოდ სრული სიმაღლით გამოსახვა, არამედ მათ გვერდით ხშირად ცოცხალი ნათესავების განთავსებაც კი სრულიად ნორმალურია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ აქ პატივსაცემი ადამიანია დაკრძალული, რომლის გარდაცვალებაც ყველა ახლობლისთვის გამოუსწორებელ დანაკარგად იქცა.


image


ხშირად მიცვალებული გაშლილ სუფრასთან არის გამოსახული, რომელზეც ელიტური ალკოჰოლური სასმელების გარდა, ასევე ძვირადღირებული საფირმო სიგარეტები არის წარმოდგენილი. ისეც ხდება რომ საფლავის ქვაზე ვხვდებით სათევზაო ხელსაწყოებს, მანქანებს, იახტებსა და სხვა ნივთებს, მოკლედ ყველაფერს რაც გარდაცვლილის ჰობს მოგვაგონებს. გამომდინარე იქიდან რომ სუფრაზე მიცვალებულთა ხსენება მიღებულია, საფლავებთან მაგიდებისა და სკამების გარდა, ხშირად გადახურულ პავილიონებსაც კი შეხვდებით.


imageimageimageimageimageimage










0
625
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
625