x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508662
თავდასხმა საბჭოთა კავშირის პირველ პირებზე ლენინიდან გორბაჩოვამდე
image

ლენინი


1918 წლის 30 აგვისტოს ანარქისტმა ფანი კაპლანმა სამჯერ ესროლა ვლადიმერ ლენინს და მძიმედ დაჭრა მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი.


დაკითხვის დროს კაპლანი ამტკიცებდა, რომ დიდი ხანია ოცნებობდა ლენინის მკვლელობაზე, რომელმაც უკანონოდ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება.



კაპლანის მიმართ გამოძიება ფაქტრობრივად არც ჩატარებულა. დახვრიტეს 1918 წლის 3 სექტემბერს, ანარქისტი ქალი მხოლოდ 28 წლის იყო


image

სტალინი


იოსებ სტალინის მმართველობის წლებში არაერთხელ განხორციელდა მის მიმართ მკვლელობის მცდელობა., მაგრამ ყველა მათგანი დროულად აღიკვეთა. სტალინზე თავდასხმა მხოლოდ ერთხელ აღმოჩნდა წარმატებული - ეს მოხდა 1927 წლის 7 ნოემბერს, წითელ მოედანზე დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მეათე წლისთავის აღნიშვნის დროს.


მაშინ აღლუმს იცავდნენ წითელი არმიის კურსანტები ფრუნზეს სამხედრო აკადემიიდან.კურსანტების შეკრება დილის ექვს საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ მათგან სამმა - იაკობ ოხოტნიკოვმა, ვლადიმერ პეტენკომ და არკადი გელერმა - დააგვიანეს და წითელ მოედანზე მხოლოდ დილის 8:30 საათზე მივიდნენ, როცა აღლუმი უკვე დაწყებული იყო.


საშვი ოფიცრებს წარუდგინეს, ისინი ცდილობდნენ მავზოლეუმის კიბეებთან თავიანთი ადგილები დაეკავებინათ, მაგრამ იმის გამო, რომ დააგვიანეს, დაცვამ ისინი არ გაუშვა.


ამის შემდეგ წითელი არმიის 30 წლის ვეტერანმა იაკოვ ოხოტნიკოვი, დაცვას ხელის დაუძვრა და სირბილით სტალინისკენ გაემართა სიტყვებით "ჩვენ შენს დასაცავად მოვედით, მაგრამ შენ რას აკეთებ?" - ოხოტნიკოვმა სტალინს თავში მუშტი დაარტყა.როდესაც კურსანტს მეორედ უნდა დაერტყა სტალინისთვის, სტალინის პირადი მცველი ივან იუსისი მივარდა მას და დანა დაარტყა- ჭრილობა მსუბუქი აღმოჩნდა, მაგრამ ამან კურსანტი ოდნავ დააოშმინა.საბოლოოდ იგი დაცვამ გააკავა და ტრიბუნიდან წაიყვანეს.


აღსანიშნავია, რომ სტალინი და ოხოტნიკოვი ერთმანეთს იცნობდნენ ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის პერიოდიდან მოყოლებული.


ოხოტნიკოვი დააპატიმრეს მოგვიანებით, 1933 წელს, სმირნოვის კონტრრევოლუციურ ტროცკისტურ ჯგუფში მონაწილეობისთვის, რა დროსაც მიესაჯა სამი წლით გადასახლება. 1936 წელს ტუხაჩევსკისა და იაკირის საქმეზე კვლავ დააპატიმრეს და ერთი წლის შემდეგ დახვრიტეს. ფორმალურად მას არასოდეს წაუყენებიათ ბრალი ამხანაგ სტალინზე თავდასხმის გამო.


image



ხრუშჩოვი



1956 წლის აპრილში ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში. საბჭოთა ლიდერი ქალაქ პორტსმუთში უახლესი კრეისერ „ორჯონიკიძეთი“ ჩავიდა, რომელსაც ორი საბრძოლო ხომალდი ახლდა. 19 აპრილის ღამეს გემბანზე მორიგე გუშაგმა დაინახა წყალში კაცის სილუეტი, რა დროსაც დაუყონებლივ შეატყობინა თავის მეთაურს.


იგი ძალზე შეშფოთდაა ამ ინფორმაციის გამო, საქმე იმაშია, რომ ექვსი თვით ადრე, 1955 წლის 29 ოქტომბერს, სევასტოპოლში, იდუმალ გარემოებებში, საბრძოლო ხომალდი "ნოვოროსიისკი"აფეთქდა და ჩაიძირა, რის შედეგადაც 500-ზე მეტი მეზღვაური დაიღუპა.


"ორჯონიკიძეს"მეთაურმა ბრძანა შეემოწმებინათ გემი, რის შემდეგაც ედუარდ კოლცოვი, სამხედრო მოცურავე და სპეციალური დანიშნულების წყალქვეშა ექსპედიციის დანაყოფი, რომელიც " ორჯონიკიძეს" თან ახლდნენ, წყალში ჩავიდნენ. კოლცოვს უნდა შეემოწმებინა გემის კორპუსი.


ამბობდნენ, რომ აკვალანგისტმა კოლცოვმა კრეისერ „ორჯონიკიძის“ კორპუსზე ნაღმი აღმოაჩინა და გაანეიტრალაო.


თავად ხრუშჩოვმა, როდესაც შეიტყო კრეისერზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, ბრძანა კოლცოვისთვის გადაეცათ წითელი ვარსკვლავის ორდენი, ცკ-ს პირველი მდივინის მკვლელობის მცდელობის თავიდან აცილების გამო.

image


ბრეჟნევი



1969 წლის 22 იანვარს საბჭოთა სამხედრომ, უმცროსმა ლეიტენანტმა ვიქტორ ილინმა სცადა ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანს, ლეონიდ ბრეჟნევის მოკვლა. ილინი გმობდა საბჭოთა კავშირის შეჭრას ჩეხოსლოვაკიაში, გატაცებული იყო სამხედრო გადატრიალების შესწავლთ და თვლიდა, რომ კომუნიზმმა ამოწურა თავის შესაძლებლობები, ხოლო „პარტია და მთავრობა ატარებენ პოლიტიკას, რომელიც არ შეესაბამება კონსტიტუციას“.



20 იანვარს, ქალაქ ლომონოსოვში (ლენინგრადის სამხედრო ოლქი) მორიგეობის დროს, ილინმა იარაღების საცავიდან მოიპარა მაკაროვის ორი პისტოლეტი და ოთხი მჭიდი, შემდეგ კი მოსკოვში ამგზავრა.


ვიქტორმა იცოდა, რომ 22 იანვარს მთავრობის წევრებს შეხვედრა ექნებოდათ კოსმოსური ხომალდების „სოიუზ-4“ და „სოიუზ-5“ ეკიპაჟის წევრებთან და ამ შეხვედრას თავად ბრეჟნევივ დაესწრებოდა.


22 იანვარს, დილით, ილინმა ბიძას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს, მილიციის ფორმა მოპარა, შემდეგ კი კრემლისკენ აიღო გეზი. დაცვამ "მილიციელზე" ეჭვი ვერ აიღო და თავისუფლად შეუშვა და "პოლიციელმა" ბოროვიცკის კარიბჭესთან დაცვის კორდონის რიგებში მოხვედრა. ამავდროულად, ილინმა წინასწარ გაარკვია, რომ გენერალური მდივანი ავტოკოლონაში ჩვეულებრივ რიგით მეორე მანქანაში იჯდა.


როგორც კი გამოჩნდა ლიმუზინი მან ორივე ხელით, ორივე პისტოლტიდან ხელით ცეცხლი გახსა. ავტომობილის საქარე მინას 11 ტყვია მოხვდა, რომელთაგან ერთი მძღოლისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.


თუმცა ტერორისტი შეცდა - მან ესროლა მანქანას, რომელშიც ოთხი კოსმონავტი იჯდა, მათ შორის ვალენტინა ტერეშკოვა და ალექსეი ლეონოვი.


ყველა მათგანი შიშით და მსუბუქი დაზიანებებით შემოიფარგლა, ასევე მოახერხეს უკონტროლოდ დარჩენილი მანქანის გაჩერება. ილინი დააკავა კოლონის თანმხლებმა მოტოციკლისტმა, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც დაჭრილი, მოახერხა მსროლელის განეიტრალება.


ვიქტორ ილინი ციხეს გადაურჩა: შეშლილად გამოაცხადეს და იძულებით მკურნალობის საბაბით ფსიქიატრიულში გადააგზავნეს.

image


გორბაჩოვი




1990 წლის 7 ნოემბერს წითელ მოედანზე გაიმართა ტრადიციული აღლუმი დიდი ოქტომბრის რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით.


აღლუმის მონაწილეთა შორის მესამე კოლონაში იდგა 38 წლის ლენინგრადელი ალექსანდრე შმონოვი, რომელსაც ქურთუკის ქვეშ გადაჭრილი თოფი ჰქონდა დამალული. ამ დროს საბჭოთა ლიდერი, მიხეილ გორბაჩოვი დემონსტრანტებს მავზოლეუმის ტრიბუნიდან ესალმებოდა.


როდესაც მესამე კოლონა ტრიბუნას გაუსწორდა, საპატრულო სამსახურის სერჟანტმა, ანდრეი მილნიკოვმა, შენიშნა, რომ შმონოვმა ამოიღო გადაჭრილი თოფი და გორბაჩოვისკენ მიმართა. მილიციელი მივარდა უცნობს და მოახერხა თოფის ლულის ზევით აწევა - და ამასობაში გასროლის ხმა გაისმა



გორბაჩოვის უშიშროების უფროსი ვლადიმერ მედვედევი სროლის ხმაზე გენერალურ მდივანს წონ აეფარა. ამასობაში მილნიკოვი და შმონოვი აგრძელებდნენ ორთაბრძოლას, რა დროსაც გაისმა კიდევ ერთი გასროლა - ტყვია მოხვდა გუმის შენობას. შედეგად, მილიციელს დაეხმარნენ სხვა დემონსტრანტები და კოლეგები, შედეგად შმონივი შებოჭეს და უნივერმაღში შეაათრიეს


როგორც გაირკვა, შმონოვი მტკიცე დემოკრატი იყო და ხალხისთვის უფრო მეტ თავისუფლების ითხოვდა


ის ამ მკვლელობისთვის 1990 წლის ოქტომბრიდან ემზადებოდა, ეს მოხდა მას შემდეგ, როდესაც მისი ულტიმატუმები წარუმატებელი აღმოჩნდა - ალექსანდრე წერილებში პოლიტბიუროს წევრებს თქხოვდა ქვეყანაში კერძო საკუთრების დაშვებას, სახელმწიფოს მეთაურის სახალხოდ არჩევას და მრავალპარტიული სისტემის შემოღებას .


გარდა ამისა, შმონოვმა გორბაჩოვს ადანაშაულებდა 1989 წელს თბილისში 1990 წელს ბაქოში უდანაშაულო ხალხის დახვრეტას


.ალექსანდრეს სიკვდილით დასჯა ელოდა, მაგრამ ექსპერტებმა ის გიჟად გამოაცხადეს. სამწლიანი იძულებითი მკურნალობის შემდეგ მას მეორე ჯგუფის ინვალიდობა მიანიჭეს . მოგვიანებით შმონოვი ბინების რემონტით ირჩენდა თავს.


0
292
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0