მამაკაცი "ყოველდღე მიგდებს memory, ინფორმაციას მოდელირებული საგიჟეთის შესახებ... ამაზე ხომ ცალკე წიგნია დასაწერი" - დავით ქართველიშვილი 2023, 26 ოქტომბერი, 17:05
"ყოველდღე მიგდებს memory საქართველოში ხან კიეველი პედიატრის, ხან ლონდონელი ფსიქიატრის, ხან "ემპათიის", ხან ნობელის "ლაურეატის", ხან ანალიზების, ხან კვების, ხან წონის, ხან ელტრაბგერების ჩამხშობი სპეტექნიკის, ოფიციალური მოდელირებული საგიჟეთის შესახებ ინფორმაციას. ამაზე ხომ ცალკე წიგნია დასაწერი.
"ფორესტ გამპი" გამახსენდა და ვიეტნამური წვიმის ეპიზოდი. ერთხელაც წამოვიდაო და სულ მოდიოდაო: ხენ ზემოდან, ხან გვერდიდან, ხან დიაგონალურად, ხან კიდევ ქვემოდანაც - და ერთ დღეს უცებ შეწყდა. აქაც მასე მოხდა - ერთ დღეს უცებ შეწყდა მისი ჯანმრთელობის, ზიარების, ზეთისცხების, დედის, მამანაცვლების, ცოლების, შვილების, წონის, კვების, უცხოეთში გადაყვანის, რეზოლუციებში შეყვანის ამსახველი საზოგადოების პარანოიდალური ინფორმირება. პაციენტი მზადაა გლდანისთვის - რატომ არ ვიმჩნევთ?"-წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს: "19 ოქტომბერს ჯგუფის წევრებმა ფიზიკურად გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნენ სამედიცინო მასალების რელევანტურ ნაწილს და გაესაუბრნენ კლინიკის სამედიცინო პერსონალს. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ, კარდიოლოგმა გიორგი კაჭარავამ და ენდოკრინოლოგმა ნინო ზავრაშვილმა. ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ განხილვაში მონაწილეობდნენ ასევე, კარდიოლოგ/არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, თერაპევტი, შინაგან სნეულებათა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე და ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა. ექიმ-ექსპერტების დასკვნა: ჩივილები/ანამნეზი საერთო სისუსტე, წონასწორობის კარგვა, დაბუჟების შეგრძნება კიდურებში, ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება. ლაბორატორიული კვლევებიდან აღსანიშნავია მიკროციტარული ანემია Hb 9g/l, ლეიკოპენია 3200. ელექტრომიოგრაფიულად კვლავ ვლინდება სენსორული აქსონური პოლინეიროპათიის სურათი, რომელიც რამდენადმე გაღრმავებულია. იღებს სეციტას 10მგ/დღ, ტრიტიკო 150მგ/დღ, რის ფონზეც ძილი გაუმჯობესებულია, აღარ აღნიშნავს კოშმარულ სიზმრებსაც. გრძელდება სიმპტომური მკურნალობა. გასინჯვის შედეგი: პაციენტი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს, კითხვებს უხალისოდ პასუხობს, კოგნიტიური ფუნქციები შეფასდა MOCA სკალით – 13 ქულა (N≥26), მუხლის რეფლექსები დუნეა (1 ქულა), აქილევსის ორმხრივ არ იწვევა, გაცხოველებულია ხორთუმის რეფლექსი, მუცლის კანის რეფლექსები არ იწვევა, ძალა კიდურებში დიფუზურად დაქვეითებულია სიმეტრიულად (4 ქულა), ცხვირთითის ტესტს დისმეტრიით ასრულებს ორმხრივ, ალტერნატიული მოძრაობის ტესტები ქვემო კიდურებში გაუარესებულია (სისუსტის გამო), მუხლქუსლის ტესტებს ასევე სისუსტის გამო, დისმეტრიით ასრულებს, რომბერგის პოზაში არამყარია, ტანდემური სიარული შეუძლებელია, გადაადგილდება მოკლე დაბალი ნაბიჯებით, ორმხრივ ქვემო კიდურებზე დისტალურად ვიბრაციული მგრძნობელობა მკვეთრად გაუარესებულია კოჭების ჩათვლით, გაუარესებულია ჩხვლეტის შეგრძნებაც წვივის ზემო მესამედიდან ქვემოთ. ვლინდება კანის დაქვეითებული ტურგორი, განლეული კანქვეშა ცხიმი და გამოხატული კუნთების ატროფია. ჩატარდა ორთოსტატიული ტესტი, ჰორიზონტალურად წნევა 140/90, პულსი 78’, წამოდგომისას 120/80, პულსი 100’ ვერტიკალურად 3წთ-ის შემდეგ წნევა 140/90, პულსი 100’. ტესტი ნეგატიურად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად განვითარებული ტაქიკარდიისა. პაციენტის წონა: 70კგ, (BMI-18.6) მხრის გარშემოწერილობა D=S 23, 5სმ, triceps skinfold thickness (TSF) 0.8სმ (მხრის კუნთების ფართობი გამოთვლილი იქნა ფორმულით [(23, 5-π*0.8)^2]/4π -10 = 25 (N-54±11), რაც კუნთების განლევის ერთ-ერთი მარკერია), ბარძაყის გარშემოწერილობა D-39სმ, S-39სმ, წვივის გარშემოწერილობა D-32, S-33, კუნთთა ტონუსი დაქვეითებულია. ამგვარად, სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა ძირითადი სურათი: კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტიური გაუარესება კვლავ უცვლელი რჩება. პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას.”- ნათქვამია დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: თენგიზ წულაძე გიორგი კაჭარავა ნინო ზავრაშვილი გიორგი გრიგოლია გრიგოლი ხურციძე 70 2-ს მოსწონს
|