სისხლის სამართალი უკრაინაში სასამართლომ მღვდელს 15 წელი ციხე მიუსაჯა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო 2023, 26 ოქტომბერი, 13:52 სუმის რეგიონში შოსტკინსკის საოლქო სასამართლომ უკრაინის ერთ-ერთი მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელს, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილი). 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით . ამის შესახებ სუმის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება. გამოძიების თანახმად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ბრალდებულმა კონტაქტი დაამყარა რუსეთის ფედერაციის ФСБ-ს თანამშრომელთან, რომელმაც სასულიერო პირს დავალებები მისცა, შეეგროვებინა ინფორმაცია სუმის რეგიონის თავდაცვის სისტემის შესახებ. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გეოლოკაცია და შოსტკას რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ოფიციალური პირების მონაცემები. ”რუსეთის აგენტი მიღებულ სადაზვერვო ინფორმაციას თავის კურატორს ФСБ-დან ანონიმური მესენჯერის საშუალებით გადასცემდა, რა დროსაც იყენებდა ტექსტურ შეტყობინებებს და იქ მდებარე ობიექტების მედია ფაილებს”, - აღნიშნულია განცხადებაში. დეპარტამენტმა ასევე იტყობინება, რომ მღვდელი თანამშრომლობდა ФСБ-სთან მისი პრორუსული შეხედულებების გამო, რაც მან არაერთხელ აჩვენა ღვთისმსახურებისა და მრევლებთან კომუნიკაციის დროს. მღვდელი 2023 წლის მარტში დააკავეს, სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიება შინა პატიმრობის სახით გამოუტანა, თუმცა მოძღვარის სახლის ჩხრეკისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს პრორუსული ლიტერატურა და მობილური ტელეფონები, რომლითაც იგი უკავშირდებოდა რუსეთის ფედერაციის ФСБ-ს თანამშრომელს, წერს გამოცემა Настоящее Время. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში, ვინიცის საქალაქო სასამართლომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამართლების ბრალდებით გაასამართლა ტულჩინის ეპარქიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი იონაფანა (ანატოლი ელეცკი) სასამართლომ მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით. (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 436-2 მუხლი). გამომძიებლების თქმით, მსჯავრდებული ხელმძღვანელობდა „პრორუსული იდეოლოგიური მოტივებით“, ეპარქიის ვებგვერდზე გამოაქვეყნა საავტორო სტატია „მოსკოვის საპატრიარქოს“ დომინანტური როლის შესახებ მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში და უარყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა. ასევე გაავრცელა პროპაგანდისტული ბროშურები მრევლს შორის, რა დროსაც მოუწოდებდა „ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და უკრაინის საზღვრების შეცვლას“ 64 3-ს მოსწონს
|