x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138410
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ქმარი ცოლს საყვარლების პოვნაში ეხმარება
image

ბრიტანელმა ქალმა ქმრის თანხმობით საყვარლები გაიჩინა და საზოგადოების მხრიდან რისხვა დაიმსახურა. ამის შესახებ Daily Mirror იუწყება.


მეუღლეები ალექსი და მიტჩი საუთჰემპტონიდან, 10 წელზე მეტია ერთად არიან. ცოლ-ქმარი შვილებს ზრდიან და როგორც თავად აცხადებენ, მყარი და სანდო ურთიერთობა აქვთ. ამის მიუხედავად, ალექსის თქმით, მას არასოდეს მიაჩნდა, რომ ადამიანს მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი პარტნიორი უნდა ჰყავდეს. ამიტომ მან საყვარლების ყოლა გადაწყვიტა . ქალმა მიტჩთან განიხილა საკუთარი სურვილი და ქმარმაც თანხმობა მისცა.


მეტიც, მამაკაცი ეხმარება ცოლს სექსუალური პარტნიორების პოვნაში. მან ალექსისთვის გაცნობის საიტზე გვერდი შექმნა და ფოტოებიც გადაუღო პოტენციური საყვარლების მოსაზიდად. მიტჩი აღიარებს, რომ არ ეჭვიანობს იმ მამაკაცებზე, ვისთანაც მის ცოლს სექსი აქვს. მან აღნიშნა, რომ ბევრად უფრო უსიამოვნო იქნებოდა, რომ დაინახოს პარტნიორი ქალი, სხვა მამაკაცთან ხელჩაჭიდებული.



ალექსმა ისიც აღნიშნა, რომ ხანდახან თავს დამნაშავედ გრძნობს მიტჩის წინაშე, როდესაც საყვარლებს ხვდება. თუმცა, ქმარი არ განიცდის დისკომფორტს. მეუღლის მორიგი პაემანის დროს ის ჩვეულებრივ სახლშია და ბავშვებს უვლის.


image

”მე სიმშვიდისგან ნეტარებას განვიცდი, რადგან შემიძლია ვუყურო რასაც მინდა ტელევიზორში, ” - ამბობს ის.


აღსანიშნავია, რომ თავად მიტჩი არ ხვდება სხვა ქალებს და ალექსიც მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებას.


წყვილი ამბობს, რომ ისინი ინტერნეტში რეგულარულად აწყდებიან მათ მისამართით გამოთქმულ კრიტიკას და ლანძღვას. ბევრი ადამიანი ალექსს ფარისევლად და ეგოისტად მიიჩნევს. სხვა მომხმარებლების აზრით, მიტჩს ალბათ ძალიან უყვარს ცოლი, ამიტომ სრულ თავისუფლებას ანიჭებს.


წყვილი ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს ნეგატიურ კომენტარებს. მეუღლეებს მიაჩნიათ, რომ ბევრი ადამიანი აკრიტიკებს მათ იმიტომ, რომ თავად ისინი არ არიან კმაყოფილი საკუთარი ურთიერთობებით.


„ვფიქრობ, უნდა შევეცადოთ გავაცნობიეროთ, რომ ყველა განსხვავებულია და სურს განსხვავებულად ცხოვრება. და ის, რაც ერთ ადამიანს ან წყვილს ახარებს, სხვას არ გააბედნიერებს“, - ამბობს მიტჩი.


ადრე ვწერდით ასევე ბრიტანელ ოთხშვილიან ცოლ-ქმარზე, რომლებიც ერთმანეთს ღალატობენ და მიაჩნიათ, რომ "მრუშობამ მათი ურთიერთობა გაამყარა და კარგის გარდა არაფერი მოუტანა. "


1
621
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
621
  
2023, 25 ოქტომბერი, 23:01
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1