საზოგადოება „დე... ნეტავ, თუ ვიქნებით ისევ ერთად...“ - მარიტა გუტაშვილის ემოციური პოსტი 2023, 25 ოქტომბერი, 16:38
.
მარიტა გუტაშვილი, რომელსაც შოვის ტრაგედიის დროს ოჯახის 9 წევრი დაეღუპა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილ დედას დაბადების დღეს ულოცავს.
.
„დე... ნეტავ, თუ ვიქნებით ისევ ერთად, უნდა შევავედრო სული ღმერთთან; ნეტავ, ისევ იგრძნობს გული შვებას? ნეტავ, თუ შეგხვდები სადმე დედა. დაბადების დღეს გილოცავ“ . ის ასევე 8 წლის ლუკასაც უძღვნის პოსტს: . "8 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ახალი სიცოცხლე გაჩნდა.. სიცოცხლეს დაარქვეს ლუკა. იმ დღიდან დაიწყო ახალი თავგადასავალი ჩემს ცხოვრებაში. თურმე ხანმოკლე.. ლუკა გახდა სიცოცხლე ვისაც ჩემს დანახვაზე თვალები სხვანაირად უბრწყინავდა, სიხარულს თავს ვერ უყრიდა და არც მალავდა ჩვენი ერთად ყოფნის ბედნიერებას. ჩემო მარადისობაში გაფრენილო ანგელოზო. მადლობა ჩემი სიყვარულისთვის. მადლობა ჩემში გაღვიძებული პატარა, გულწრფელი ბავშვისთვის, რომელსაც გავუფრთხილდები და წლებთან ერთად შენსავით გავზრდი. სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება შენი ბრჭყვიალა თვალები, თბილი ხმა და ტკბილი ჩახუტება. მიყვარხარ. ბოდიში, რომ დავაგვიანე".
.
ის ტასუნასაც უძღვნის პოსტს:
.
"ჩემო "ტუტულიკა" ტასუნა მიყვარხარ. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო დედოფალა. ეს გვირგვინი ერთად დაკრეფილი ყვავილებისგან გავაკეთეთ, მთეელს შოვის მინდორში ვეძებდით დიდ და ლამაზ გვირილებს ერთად ???? ძლივს შევაკოწიწეთ (თავის დაკრეფილებს წამში ანადგურებდა)???? გვირგვინი დაიდგა და სიხარულისგან ბედნიერებას ვერ მალავდა, იცოდა როგორი ლამაზიც იყო ???? მაშინ რა ვიცოდი რისთვის ვიღებდით ფოტოებს .. სამწუხაროდ, გვირგვინი საღამოს ბონიმ გაგვიფუჭა, და ბევრი ვეჩხუბეთ.. დავპირდი ახალს გაგიკეთებ მეთქი.. ვერ მოვასწარი... შემდეგ და ყველა გაზაფხულს, თითოეული ამოსული გვირილისგან, გვირგვინებს გავაკეთებ შენთვის."
118 შეფასება არ არის
|