შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მხატვრები, რომლებმაც მსოფლიო გააოცეს თავიანთი ნიჭის წყალობით
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი, ანუ დაახლოებით 650 მილიონი ადამიანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. აამ ნამუშევრებს თუ გადავხედავთ, ვერ იტყვით, რომ ისინი შშმ პირებმა შექმნეს. ეს ხალხი ნამდვილად შთამაგონებელია. ისინი ცხოვრობენ ისეთ პირობებში, რომლებიც ზოგჯერ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ინვალიდობა არ გამხდარა დაბრკოლება მათი შემოქმედებისთვის.
მარიუშ კეძერსკი ხელების გარეშე დაიბადა, მაგრამ მაინც მოახერხა ოცნების ახდენა და მხატვარი გახდა.
ხუან გოფუმ ორივე ხელი დაკარგა ოთხი წლის ასაკში ძლიერი ელექტრო დარტყმის გამო. მაგრამ ამან არ შეაჩერა იგი ოცნების გზაზე და 12 წლის ასაკში მან ფეხებით ხატვა ისწავლა.
აირის გრეისს აქვს აუტიზმი. როდესაც ლოგოპედი მუშაობდა გოგონასთან, რომელიც ძალიან ნელა სწავლობდა ლაპარაკს, მან მშობლებს ურჩია, აირისისთვის ხატვა ესწავლებინათ. აღმოჩნდა, რომ მას ნამდვილი ნიჭი აქვს.
პიტერ ლონგსტაფი დაიბადა ხელების გარეშე, ის გახდა ტალიდომიდის მსხვერპლი, რომელიც დედამ ორსულობის დროს მიიღო. მაგრამ თავად არასოდეს თვლიდა თავს ინვალიდად და მარჯვენა ფეხით ხატვა ისწავლა.
სამი წლის ასაკში სტივენ უილტშირს სავანტის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. ახლა კი ის მთელ მსოფლიოშია ცნობილი მეხსიერებიდან დეტალური სურათების დახატვით.
ცერებრალური დამბლით დაბადებული პოლ სმიტი საბეჭდ მანქანაზე მხოლოდ ერთი თითის გამოყენებით ხატავს სურათებს.
ჯეისი შეიტან ტენეტმა მარჯვენა ხელი 20 წელზე მეტი ხნის წინ დაკარგა და მას შემდეგ მხოლოდ მარცხენა ხელით ხატვა შეძლო. მაგრამ მისმა მეგობარმა, ინჟინერმა და დიზაინერმა, მისთვის პროთეზი შექმნა, რომლითაც მხატვარს ტატუს გაკეთება შეუძლია.
რაკან აბდულაზიზ ქურდი საუდის არაბეთიდან ამტკიცებს, რომ ინვალიდობა არ არის დაბრკოლება შემოქმედებისთვის.
ვიქტორინ ფლოიდ ფლუდი ბრმა ფოტოგრაფია, რომელმაც მხედველობა 26 წლის ასაკში დაკარგა.
დუგ ჯექსონი დაიბადა ცერებრალური დამბლით და ხატავს ფუნჯით, რომელიც თავზე დამაგრებული აქვს ბინტით.