პოლიტიკა "არ დაბრუნდე ძაღლივით დაგხვრეტენ"-პიროგოვის და ბარსოვის გაქცევა საბჭოთა კავშირიდან 2023, 23 ოქტომბერი, 14:16 ![]() წყვილმა გაიტაცა ბომბდამშენი ტუ-2, მათ მიაღწიეს ავსტრიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზამდე, შემდეგ კი გადავიდნენ ოკეანის გაღმა. იქ გაქცეულები ნამდვილ ვარსკვლავებად იქცნენ: მათ შესახებ ბევრს წერდნენ ჟურნალისტები აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში. პიროგოვი უშვებს წიგნებს, წერს სტატიებს, მისი წიგნი "რატომ გავიქცეცი" ბესტელერად იქცა აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში. რაც შეეხება ბარსოვს, მისი ბედი ბევრად უფრო ტრაგიკულად წარიმართა, როგორც კი ჩაცხრა მის გარშემო აჟიოტაჟი მიხვდა, რომ სამუშაო უნდა ეშოვნა, თუმცა უშედეგოდ, როდესაც მიხვდა, რომ ის იქ აღარვის სჭირდებოდა, სმა დაიწყო, ბოლო-ბოლო ბარსოვი დაარწმუნეს, რომ ამინისტია შეეხებოდა და საბჭოთა კავშირში დააბრუნეს, პიროგოვი უმტკიცებდა მეგობარს არ დაბრუნულიყო სსრკ-ში :"ტოლია არ დაბრუნდე, ძაღლივით დაგხვრეტენ"თუმცა მაინც დაბრუნდა, იგი 1950 წელს დახვრიტეს, თუმცა საბჭოთა პროპაგანდამ დამალა ეს ფაქტი. ![]() 1957 წელს მოსკოვში "ჟურნალისტთა სახლში" სიტყვით გამოდის "ანატოლი ბარსოვი".მან აღნიშნა, რომ 5 წელი გადასახლებაში იყო ომსკსა და ვორკუტაში და 1954 წელს გაათავისუფლეს, მან დასძინა, რომ აშშ-ში მეფობს უმუშევრობა და ადამიანებს საშინლად ამცირებენ, ეს იყო სამარაცხვინო ცრუ სპექტაკლი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ პირველ რიგში უცხოელი დიპლომატების თვალის ასახვევად ჩაატარა. ![]() ![]() 351 3-ს მოსწონს
|