სხვა სე@ს მუშაკები "წითელი ფარნების კვარტალის" გადატანას აპროტესტებენ 2023, 22 ოქტომბერი, 15:46 ![]() მომიტინგეები მერიისკენ გაემართნენ, ბევრს ეკეთა ნიღაბი ანონიმურობისთვის, ზოგიერთს ეჭირა პლაკატები და ბანერები წარწერით "გადავარჩინოთ წითელი ფანრების კვარტალი" და სკანდირებდნენ: "ნუ გადაგვარჩენთ ჩვენ, გადაარჩინეთ ჩვენი ფანჯრები". ![]() ![]() წლის ბოლომდე მერიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ სკანდალური „ეროტიკული ცენტრის“ გადატანაზე, მიზეზად სახელდება ტურისტების მიერ მასობრივად შექმნილი დისკომფორტი. იმ გარეუბნის მაცხოვრებლები, სადაც "წითელი ფანრების" გადატანა სურს, შეშფოთებულნი არიან თავიანთ სახლებთან ორ ნაბიჯში „უზარმაზარი ბორდელის“ გახსნის პერსპექტივით, შეუერთდნენ სექსმუშაკების პროტესტს, რომლებსაც სურთ ისტორიულ ცენტრში, არხის გასწვრივ თავიანთი წითელი ნეონის ვიტრინებში დარჩენენ. ![]() ![]() ნიდერლანდების დედაქალაქში, რომელიც ცდილობს გათავისუფლდეს "ცოდვის ქალაქის" იმიჯისგან, ასევე წამოიწყო ონლაინ კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ევროპელებს გადააფიქრებინოს ქალაქში stag parties-ის ან სხვა წვეულებების მოწყობა. თებერვალში ქალაქის მერიამ სექს-ცენტრისთვის სამი პოტენციური ადგილი შეარჩია, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან პროტესტის შემდეგ, ზაფხულის დასაწყისში მერიამ ოდნავ შეცვალა თავისი გეგმა, პირობა დადო, რომ მაქიმალურად შეამცირებდა კვების სერვისების რაოდენობას იმ შენობაში, სადაც დაგეგმილია ასეულობით სექსმუშაკის განთავსება. ![]() 270 2-ს მოსწონს
|