საზოგადოება
"#ეკალიებში ცურავ, შენს პირად ცხოვრებაზე ბევრი ვიციო და დამბლოკა"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
2023, 22 ოქტომბერი, 11:40
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმის შესახებ წერს თუ როგორ "შეუვარდა" მას კედელზე ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და ბევრი უსიამოვნო კომენტარის შემდეგ თავადვე დაბლოკა. ამასთან დაკავშირებით, ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქლაივი დაანონსა, სადაც მისი თქმით, ფართო გაგებით პოლიტიკური ელიტის პრობლემებზე ის ნინია კაკაბაძის მაგალითზე ისაუბრებდა. დაანონსებული ლაივის სანახავად შეგიძლიათ პოსტის გაცნობის შემდეგ მითითებულ ლინკს მიჰყვეთ:
"ნინია კაკაბაძე შემომოვარდნია კედელზე, ფეკალიებში ცურავ, შენს პირად ცხოვრებაზე ბევრი ვიციო იძახა და მერე დამბლოკა (which is fine - მე აქამდეც დაბლოკილი მეგონა ჩემი თავი, ვერ ვხედავდი).
მე ეს დრამა 20 საათის დაგვიანებით გავიგე - მაგრამ მომეწონა, იმიტომ რომ ბევრი პრობლემაა შიგ თავმოყრილი და ბევრი საკითხის გაშლის შესაძლებლობას მაძლევს
ამიტომ ლაივში გავარჩევ ნინიას კომენტარს 20:00 კენ.
ოღონდ ფეიჯიდან ვაკეთებ ლაივებს და იქ მოდით ვისაც გაინტერესებთ - აი დავლინკე
ცხადია ნინია არაა თემა, თემა ის საკითხებია რასაც ნინიას ტანტრუმი ავლენს.
წინასწარ დაწერე ხოლმეო და ვწერ."- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.