x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრაზილიელმა მამაკაცმა რამდენიმე ტაბლეტი "ვიაგრა" დალია და სამი დღე და ღამე მტკივნეული ერექცია ჰქონდა
image

ბრაზილიელმა მამაკაცმა "ვიაგრას" გადაჭარბებული დოზა მიიღო და სამდღიანი მტკივნეული ერექციის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Daily Star -ი ავრცელებს.



46 წლის მამაკაცი ქალაქ ჟუან პესოას(პარაიბას შტატის დედაქალაქი) საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაირკვა, რომ სამი დღით ადრე მან პარტნიორთან სასიყვარულო ღამის გასატარების წინ მიიღო რამდენიმე ცალი 50 მილიგრამიანი "სილდენაფილი" ("ვიაგრას" მთავარი აქტიური კომპონენტი) თუმცა სექსის შემდეგ ერექცია კვლავ გაგრძელდა, რადგან წამლის დოზა ძალიან მაღალი იყო.


იმ საავადმყოფოს ექიმმა, სადაც პაციენტი გადაიყვანეს, უროლოგმა ანდრე ბრაზილეირომ განმარტა, რომ სილდენაფილი თავისთავად უვნებელია, თუმცა, როგორც ნებისმიერი სხვა წამალი, ის მკაცრად უნდა იქნას მიღებული დოზის შესაბამისად. ექიმის თქმით, ნივთიერება ადუნებს სასქესო ორგანოს მღვიმოვან სხეულს და საშუალებას აძლევს სისხლს უფრო ძლიერად შეავსოს იგი.



"როდესაც მან ძალზე ბევრი ტაბლეტი დალია, რელაქსაცია ძალიან ძლიერი იყო და მღვიმოვანი სხეულიდან სისხლი აღარ დაბრუნდა სისხლის მიმოქცევის სისტემაში, რამაც გამოიწვია მტკივნეული ერექცია“, - განმარტა ექიმმა.


ამა წლის მაისში, იტალიაში ჩასული 50 წლის ტურისტი გერმანიიდან 24-საათიანი სექს-მარათონის შემდეგ პენისის დაკარგვის საშიშროების წინ აღმოჩნდა. Daily Mirror-ის ცნობით, მამაკაცი პენისის ნეკროზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


შემთხვევა 11 მაისს, იტალიის ქალაქ კასტელ დელ პიანოში მოხდა, სადაც გერმანელი მეუღლესთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა. ნაქირავებ აპარტამენტში წყვილმა სექსის წინ ექსტაზი მიიღო, ამავდროულად, მამაკაცმა პრეპარატი „ვიაგრას“ ტაბლეტებიც მიამატა. სექსი დაახლოებით 24 საათს გაგრძელდა.

0
238
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0