x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ეს ქალი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მოდელი იყო, თუმცა ყველაფერი 1 წამში შეიცვალა

image


ცნობილი ამერიკელი მოდელი სტეფანი სეიმური განსაკუთრებული წარმატებით 90-იან წლებში სარგებლობდა. ის არაერთ ცნობილ გამოცემასთან და გავლენიან ბრენდთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. წარმატებული კარიერის დასაწყისში მოდელი "ვიქტორია სეკრეტის" ერთ-ერთ პირველ "ანგელოზადაც" კი იქცა.


imageimageimage


მომხიბვლელი სტეფანის მიმართ გულგრილი ვერავინ რჩებოდა, ამ საბედისწერო ზღაპრული სილამაზის მქონე მწვანეთვალება ქალბატონმა არაერთი ცნობილი მამაკაცის გული დაიპყრო, რომელთა შორის ჯგუფ "Guns N’Roses" - ის სოლისტი ექსლ როუზიც აღმოჩნდა, თუმცა მის ცხოვრებაში ყველაფერი ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. მოდელი ახალგაზრდობაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით იტანჯებოდა, ამასთან სტეფანის არც მშვიდი, პირადი ცხოვრება ჰქონდა.


image



რამდენიმე წლის წინ, მოდელი დიდი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. ინტერნეტსივრცეში სტეფანის ოჯახური დასვენების ამსახველი ფოტოები ვირუსივით გავრცელდა, სადაც ის საკუთარ ვაჟთან, პიტერთან ერთად არის აღბეჭდილი.


image


ფოტოზე, რომელზეც 17 წლის მოზარდი დედას ნაზად ეხვევა და არაბავშვურ ამბორს ჩუქნის სოციალურ ქსელში განხილვის მთავარ თემად იქცა. სტეფანი სეიმური საკუთარ შვილთან სასიყვარულო კავშირში ამხილეს.


image


ამ ფაქტს საზოგადოებაში იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ მოდელს ოპრა უინფრის შოუში შვილის გამო თავის მართლებაც კი მოუწია.


image

გადაცემაში მოდელმა განმარტა, რომ ის საკუთარ ვაჟთან სულიერად იმდენად ახლოს არის, რომ მსგავსს ურთიერთობებში საეჭვოს ის ვერაფერს ხედავს.


image


შეგახსენებთ, რომ 1989 წელს მოდელი როკ - გიტარისტ ტომი ენდრიუსზე დაქორწინდა, თუმცა ქორწინება 1990 წელს განქორწინებით დასრულდა. 1991 წელს მათ ვაჟი დილან თომას ენდრიუსი შეეძინათ. მოდელი 1991-1993 წლებში აქსლ როუზს ხვდებოდა, ხოლო 1995 წელს ის ცოლად უძრავი ქონების დეველოპერს, გამომცემელს და თანამედროვე ხელოვნების კოლექციონერს პიტერ ბრანტს გაჰყვა, რომელთანაც მას სამი შვილი, პიტერი, ჰარი და ლილი მარგარეტი შეეძინა.


image


2009 წლის მარტში წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ, 2010 წელს სტეფანი სეიმური და პიტერ ბრანტი კვლავ შერიგდნენ, წყვილი დღემდე ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება.












0
959
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
959