რელიგია 11 რელიგია, რომლებიც ზედმეტად უცნაურია, რომ მათი არსებობა მაშინვე დავიჯეროთ 2023, 20 ოქტომბერი, 17:30 რამდენი რელიგია იცით? ალბათ, ბევრი არ გახსენდებათ. მსოფლიოში არსებობს ათობით სხვადასხვა სარწმუნოება, რომელიც ადამიანს ანიჭებს სულიერ მხარდაჭერას ცხოვრების რთულ წუთებში. ზოგიერთი საკმაოდ პოპულარულია, ზოგი ნაკლებად ცნობილი.
გიამბობთ რელიგიურ მოძრაობებზე, რომლებიც გამოირჩევიან უცნაური სწავლებებით. დარწმუნებული ვარ, გაგაოცებთ. ჯედაიზმი დიახ, სწორად გაიგეთ. ჯედაიზმი – რელიგიური მოძრაობა, რომელიც დაფუძნებულია ჯორჯ ლუკასის იდეებზე, რომელმაც მოგვცა კინოეპოპეა „ვარსკვლავური ომები“. ჯედაი – ადამიანი, რომელსაც მაღალი ძალის არსებობის სჯერა. ჯედაის სწავლება შედგება 5 ჭეშმარიტებისგან: არ არის ემოციები – არის მშვიდობა; არ არის უვიცობა – არის ცოდნა; არ არის ვნება – არის სიმშვიდე; არ არის ქაოსი – არის ჰარმონია; არ არის სიკვდილი – არის ძალი; მარჯვენა სურათზე ჯედაიზმის ეკლესიის სიმბოლოა გამოსახული. საენტოლოგია ერთ-ერთი ყველაზე საკამათო რელიგიური მოძრაობა, რომელიც დაარსდა 1950-იან წლებში შეერთებულ შტატებში. მისი პრინციპები ეფუძნება სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლის ლაფაიეტ რონალდ ჰაბარდის ნამუშევრებს. ეკლესიის წარმომადგენლებს სწამთ, რომ ადამიანი არის სულიერი არსება, რომელიც ცხოვრობს არა მხოლოდ მიწიერი ცხოვრებით, არამედ შეუძლია მიიღოს მარადიული სიცოცხლე რეინკარნაციის გზით. რელიგიას საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს (ითვლება, მათი რაოდენობა დაახლოებით 10 მილიონია). ამ რელიგიის მიმდევრებს შორის არიან ცნობილი სახეებიც, როგორიცაა ტომ კრუზი და ჯონ ტრავოლტა.პრინცი ფილიპის მოძრაობა უჩვეულო რელიგიური მოძრაობა, რომელიც არსებობს მხოლოდ ვანუატუს კუნძულ ტანაზე (ქვეყანა მელანეზიაში). მას აღიარებს იაონანენის ტომი. მოძრაობის წევრები თვლიან, რომ პრინცი ფილიპი, ელისაბედ II-ის მეუღლე, ღვთაებრივი არსებაა. როგორ და რა ვითარებაში წარმოიშვას ეს რელიგია უცნობია.პასტაფარიანიზმი მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესია გამონაგონი არაა, არამედ ნამდვილი რელიგიური მოძრაობა. მის მიმდევრებს სწამთ მფრინავი ღვთაების, რომელმაც შექმნა სამყარო ძლიერი თრობის შემდეგ. ასეთი უჩვეულო ეკლესია დააარსა ფიზიკოსმა ბობი ჰენდერსონმა, როგორც პროტესტის ნიშანი კანზასის შტატის განათლების პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლებში „გონივრული ჩანაფიქრის“ კონცეფციის სწავლებას ევოლუციური მეცნიერების ნაცვლად. ეკლესიას აქვს საკუთარი სიმბოლო, რომელიც ნაჩვენებია სურათზე მარჯვნივ. აქვს საკუთარი მცნებები და დღესასწაულები. რელიგიას აქვს კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ატრიბუტი – საწური, რომლის თავზე ტარებაც მიმდევრებს უყვართ.ნეო-დრუიდიზმი თანამედროვე დრუიდიზმი რელიგიური მოძრაობაა, რომლის მთავარი მისიაა იქადაგოს ბუნებისა და ყველა ხალხის მიმართ პატივისცემის გამოხატვა. დრუიდები თაყვანს სცემენ ბუნებრივ ღვთაებებს, ბუნების სულებს და ძლიერი ენერგიის ადგილებს სტუმრობენ. დღეს მსოფლიოს 34 ქვეყანაში არიან წარმოდგენილი.ჰაიტური ვუდუ ვუდუს თანამედროვე სწავლება – აფრიკული დიასპორის ტრადიციული რწმენა, წარმოადგენს აფრიკული და ქრისტიანული ტრადიციების ნაზავს. მისი მიმდევრები მცენარეებით და შელოცვებით მკურნალობას აქტიურად მისდევენ. ისინი მკითხაობენ, ტრანსში ვარდებიან და სულებს ესაუბრებიან.მარადონას ეკლესია ცნობილი ფეხბურთელის სახელობის ეკლესია 1998 წელს სამმა ერთგულმა გულშემატკივარმა დააარსა. დღეს ამ რელიგიური მოძრაობის მიმდევრების რაოდენობა 100 ათას ადამიანზე მეტია. სხვათა შორის, ლიონელ მესი ამ ეკლესიის საპატიო წევრია. აქ არის საკურთხეველი, რომლის მახლობლადაც მრევლი ლოცულობს, (დიეგოს ავტობიოგრაფია) და ყველაფერი, რაც საჭიროა საეკლესიო მსახურებისთვის. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნათლობა ან ქორწილი.რაელიზმი საენტოლოგიის ახლო მეგობარი. მეორე ყველაზე პოპულარული რელიგია, რომელიც დაკავშირებულია ამოუცნობი მფრინავი ობიექტის თემას. რაელიზმი დაარსდა 1974 წელს ფრანგი ჟურნალისტის და ყოფილი მრბოლელის კლოვ ვორილონის მიერ. ამ სწავლების თანახმად, სამყარო შექმნეს უცხოპლანეტელებმა (მათ შორის ადამიანებმა). რელიგიის მიმდევრები თაყვანს სცემენ მეცნიერებას და ხელს უწყობენ ადამიანების კლონირების იდეას უკვდავების მისაღწევად. არ უნდა გაგიკვირდეთ რაელიზმის სიმბოლოში სვასტიკის არსებობა. მსგავსი დიზაინი გამოიყენებოდა (და კვლავაც გამოიყენება) მრავალ რელიგიურ მოძრაობაში. თუმცა რაელისტებს შორის მას არაფერი აქვს საერთო ფაშიზმთან. ანტიკულტურმა ორგანიზაციებმა ეს მოძრაობა არაერთხელ დაადანაშაულა სვასტიკის გამოყენებაში, რის გამოც მათ სიმბოლოს დროებით შეცვლაც კი მოუწიათ.ბაიკერების ეკლესია ეს ეკლესია ქრისტიანობას აღიარებს, თუმცა აქვს საკუთარი ბიბლია და მცნებები. რელიგიური ორგანიზაციის მუშაობა სხვების ურთიერთდახმარებას ეფუძნება.პანა ვეივი იაპონური რელიგიური მოძრაობა, რომელიც დაარსდა 1977 წელს ქალის, იოკო ჩინოს მიერ (ფოტო მარცხნივ). ის აერთიანებს ქრისტიანობის, ბუდიზმის და თანამედროვე რელიგიური მოძრაობების კომპონენტებს. რელიგიის მთავარი მახასიათებელი მდგომარეობს მათ ურთიერთობაში ელექტრომაგნიტურ ტალღებთან. მიმდევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი წარმოუდგენლად საშიშნი არიან და შეუძლიათ გაანადგურონ ყველაფერი მათ გარშემო. სწორედ ამ მიზეზით თეთრებში იმოსებიან. ორგანიზაციის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ მხოლოდ თეთრ ფერს შეუძლია დაიცვას ისინი ტალღების მავნე ზემოქმედებისგან.ჯაინიზმი ეს ინდური რელიგიურ–ფილოსოფიური სწავლებაა, რომელშიც ადამიანი უარს ამბობს მიწიერ ინტერესებზე და ქადაგებს ყველა ცოცხალი არსების დაცვის მნიშვნელობაზე. მიმდევრები ცხოვრობენ ძალიან მოკრძალებულად, ატარებენ სპეციალურ მარლის სახვევებს და ფილტრავენ სასმელ წყალს, რომ შემთხვევით რაიმე ქინქლი არ გადაყლაპონ. აქვთ პატარა რბილი ცოცხი, რომლითაც გზას ხვეტავენ, სანამ მასზე გაივლიან. დღეს ინდოეთში ჯაინიზმის 8 მილიონზე მეტი მიმდევარია.უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 124 შეფასება არ არის |