x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
15 შოკისმომგვრელი ფაქტი ძველი რომის შესახებ, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ
image


ძველი რომის შესახებ ჯერ კიდევ სასკოლო ისტორიის სახელმძღვანელოებიდან გვახსოვს. მისი მცხოვრებლების შესახებ ზოგიერთი ფაქტი ყველაზე მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანსაც კი აოცებს, ზოგიერთს სასაცილოდ და აბსურდულად ეჩვენება, ხოლო აი, ზოგს კი რომაული ტრადიციები უბრალოდ საგონებელში აგდებს, მაგრამ თქვენ, რომელიც ახლა ამ სტატიას კითხულობთ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ძველი რომის შესახებ ყველაფერი იცით? გარწმუნებთ რომ სტატიაში წარმოდგენილი ზოგიერთი ფაქტი შესაძლოა თქვენთვისაც კი ნამდვილ აღმოჩენად იქცეს. თქვენ წინაშეა რომის 15 ყველაზე წარმოუდგენელი და უცნაური ფაქტი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ.




1. ძველ რომში არა მხოლოდ გლადიატორებს, არამედ მათ სისხლსაც კი აფასებდნენ


image


ექიმები მის დალევას უნაყოფობითა და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებს ურჩევდნენ. მედიკოსების აზრით, გლადიატორთა სისხლი ეფექტური ასევე სხვა დაავადებების სამკურნალოდაც იყო.



2. იისფერი ტანსაცმელი სტატუსად ითვლებოდა


image


მისი ტარება მხოლოდ იმპერატორებს ან სენატორებს შეეძლოთ, ხოლო იმისთვის რომ ტანსაცმლის ფერი მკვეთრი და ხასხასა ყოფილიყო, მას მეწამული მურექსის მოლუსკებისგან დამზადებული საღებავით ღებავდნენ, თუკი იისფერ ტანსაცმელს იმპერატორის გარდა სხვა ვინმეც ჩაიცვამდა ეს სახელმწიფო ღალატად ითვლებოდა.



3. ლეგენდის მიხედვით, კლავდიუსის მესამე ცოლი, ვალერია მესალინა ნიმფომანი იყო


image


ისტორიკოსების თქმით, მას წყვილებისთვის ინტიმური ურთიერთობების დროს თვალყურის დევნა უყვარდა და ყველაზე ვნებიანი პარტნიორის ტიტულისთვის მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებს შორის შეჯიბრებებსაც კი აწყობდა.



4. ძველ რომში მამაკაცის რეპროდუქციული ორგანო დიდად ფასობდა


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მამაკაცის სასქესო ორგანოს თაბაშირის ასლს თილისმადაც კი ატარებდნენ, ძველი რომაელების აზრით, მამაკაცის ამ ორგანოს წარმატება მოჰქონდა. მეტიც, მას ბოროტი სულების განსადევნად კარებზე ზარის ნაცვლადაც კი კიდებდნენ.



5. ცაციები უიღბლოდ ითვლებოდნენ


image


თავდაპირველად სიტყვა "ავბედი" ლათინური "sinister" -დან იყო აღმოცენებული, რაც "მარცხნივ"-ს ნიშნავდა, მოგვიანებით კი მან "ბოროტების" და "უიღბლოს" მნიშვნელობებიც შეიძინა.



6. იმპერატორ კალიგულას ერთი ძალიან უცნაური ჩვევა ჰქონდა



image


საზოგადოების წინაშე გამოჩენა მას ქალის სამოსში უყვარდა.



7. კალიგულას საყვარელი ცხენი - ინციტატი - მარმარილოს თავლაში ცხოვრობდა, რომელიც სპილოს ძვლით იყო ინკუსტირებული


image


გაგიკვირდებათ და, ექსტრავაგანტული იმპერატორი საყვარელი ცხენის კონსულად დანიშვნასაც კი ცდილობდა, რომელიც რომის რესპუბლიკის უმაღლესი არჩევითი თანამდებობა გახლდათ.




8. ჩვ. წ. პირველ საუკუნეში პოეტი - გაიუს ვალერიუს კატულუსი ცხოვრობდა


image


ერთ-ერთ ლექსში მან თავის ორ მთავარ კრიტიკოსს ისეთი უხამსი ლექსიკით მიმართა, რომ პოეტური ნაწარმოები ლათინურიდან მე-20 საუკუნემდე არ ითარგმნა.




9. ძველ რომაელებს არც ზიარების საიდუმლო და არც ადრეული ქრისტიანების ესმოდათ


image


ხოლო პურს და ღვინოს, რომელიც ქრისტეს სისხლსა და ხორცს განასახიერებდა, ძველი რომაელები კანიბალიზმად თვლიდნენ.



10. საზოგადოებრივი ტუალეტები არა მხოლოდ პირდაპირი დანიშნულების ფუნქციას ასრულებდა, არამედ საკომუნიკაციო სივრცედაც ითვლებოდა


image


ძველ რომში 140-ზე მეტი საზოგადოებრივი ტუალეტი არსებობდა



11. შეძლებული რომაელები მდიდრულ ნადიმებს აწყობდნენ, რომლებიც როგორც წესი საათობით გრძელდებოდა


image


გამომდინარე იქიდან რომ მდიდარი რომაელების დეკადენტური ბანკეტები საათობით გრძელდებოდა, სუფრის წევრებს დიდი რაოდენობით საკვების მიღება რომ შეძლებოდათ გულისრევასა და პირღებინებას ხელოვნურად იწვევდნენ.



12. ქალებში ყველაზე პოპულარულ თმის ფრად - თითელი და ქერა ითვლებოდა


image


რომაელი ქალბატონები ამ ფერების მისაღწევად ყველა საშუალებას - თხის ცხიმს, წიფლის ნაცარს, ხნას, ზაფრანს და მათეთრებელსაც კი იყენებდნენ.




13. ძველი რომაელები სისუფთავის დიდი მოყვარულები იყვნენ და ჰიგიენასაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ


image


ისინი საპნის ნაცვლად სპეციალურ არომატულ ზეთებს იყენებდნენ, რითიც სხეულს იბანდნენ, შემდეგ კი კანს სპეციალური ჯაგრისით ისუფთავებდნენ, რომელსაც "სტრიგილი" ერქვა.




14. რომაული ტოგა რომის იმპერიისადმი კუთვნილების სიმბოლოს წარმოადგენდა


image


მისი ტარება ყველას არ შეეძლო, ტოგას მორგების პატივი მხოლოდ თავისუფლად დაბადებულ რომის "შვილებს" ჰქონდათ. ქალები კი ტრადიციულ მკლავიან ან უმკლავებო სამოსს - სტოლას ატარებდნენ.



15. შარდში ამიაკის შემცველობის გამო მას ტანსაცმლის სარეცხ საშუალებად იყენებდნენ


image


ძველი რომაული ქიმწმენდის თანამშრომლები შარდს მთელს ქალაქში აგროვებდნენ. აი, ასეთ უცნაურ და ველურ ქმედებებს სჩადიოდნენ ძველი რომაელები მთელი რომის მასშტაბით. თითოეულ ეპოქას თავისი მახასიათებლები და უცნაურობები გააჩნია, და ვინ იცის, შესაძლოა, საუკუნეების შემდეგ მომავალი თაობაც იგივენაირად იყოს გაოცებული ჩვენი ჰამბურგერებისადმი და დახეული ჯინსებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო.








0
689
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
689