ტურიზმი
ბირთვული ტურიზმი აშშ-ში, ან როგორ გახდა ბირთვული საცდელი პოლიგონი ტურისტულ ატრაქციონად
2023, 20 ოქტომბერი, 15:13
ამერიკული ქალაქი ლას-ვეგასი, რომელიც მდებარეობს მოჰავეს უდაბნოს ცენტრში, თითქმის ასი წელია იზიდავს აზარტულ მოთამაშეებს და მომხიბვლელი შოუს მოყვარულებს. მაგრამ ხალხი ყოველთვის არ მიდიოდა „ცოდვის ქალაქში“ კაზინოში აზარტული თამაშების ან სპექტაკლის საყურებლად. გასული საუკუნის 50-იან წლებში ქალაქი ბირთვული ტურიზმის ცენტრად იქცა.
1951 წელს ლას-ვეგასში ეგზოტიკის მოყვარულებმა მოიყარეს თავი. გასართობი დედაქალაქიდან სულ რაღაც 100 კილომეტრში იყო ბირთვული საცდელი პოლიგონი, სადაც რეგულარულად ტარდებოდა ტესტები. სასტუმროების ზედა სართულებზე მდებარე ოთახების ფანჯრებიდან აშკარად ჩანდა ბირთვული სოკოს ფორმები. ტურისტები მთელი ოჯახებით მოდიოდნენ აფეთქებების საყურებლად და დაუღალავად იღებდნენ საზარელ სპექტაკლს.
ნევადას პოლიგონზე აფეთქებები იშვიათი არ იყო. ცნობილია, რომ 1951 წლიდან 1992 წლამდე აშშ-ს მთავრობამ ოფიციალურად ჩაატარა 1021 ტესტი. აქედან 920 მიწისქვეშა იყო. ადამიანები ათასობით კილომეტრს გადიოდნენ, რათა დაენახათ სოკოს ღრუბლები ბირთვული აფეთქების ადგილზე.
რა თქმა უნდა, მეწარმე ამერიკელებმა დაიწყეს ამით ბიზნესის კეთება. აპოკალიფსური სპექტაკლის გულშემატკივრებისგან მხოლოდ სასტუმროს მეპატრონეები არ იღებდნენ სარგებელს. ლას-ვეგასში იყიდებოდა ყველა სახის თემატური სუვენირები, პლაკატები და ნახატები და სპეციალური სათვალეებიც კი, რომლებიც შექმნილი იყო თვალების რადიაციისგან დასაცავად.
შთამომავლებს დარჩათ ასობით შესანიშნავი ფოტოსურათი იმ მძიმე პერიოდის მოსაგონებლად. დღეს, როდესაც რადიაციის გავლენის შესახებ გაცილებით მეტია ცნობილი, ვიდრე 70 წლის წინ, ეს სურათები ნამდვილად შოკისმომგვრელია.