x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იცით, რატომ სწევდნენ ხელს მაღლა ნაცისტები მისალმების ნიშნად? - მიზეზი მართლაც გაგაოცებთ!

image


რასთან ასოცირდება ფაშიზმი? სვასტიკასთან, პატარა ულვაშებთან და მაღლა აწეულ ხელთან. უძველესი რელიგიური სიმბოლოსა და ნაცისტების ემბლემის - სვასტიკას შესახებ თითქმის ყველამ იცის, ჰიტლერის ულვაშებიც ასევე ბევრისთვის ნაცნობია, მაგრამ მაღლა აწეული, გამართული ხელის სახით მისალმების ჟესტის წარმოშობის ისტორია უმრავლესობისთვის დღემდე უცნობია. მოდით, შევეცადოთ ამ საკითხში უფრო დეტალურად გარკვევას. მით უმეტეს, რომ კვლევის დროს აბსოლუტურად განსაცვიფრებელი აღმოჩენა გაკეთდა.


image


ნაცისტური მისალმება ე.წ "ნაცისტური სალამი", დიაგონალურად მაღლა აწეული, მარჯვენა ხელის ჟესტი - ძველი რომაელების მისალმების ჟესტს - "რომაულ მისალმებას" ეფუძნებოდა, თუმცა ისტორიაში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ეს ჟესტი ოდესმე რომის იმპერიაში გამოიყენებოდა.


image


"რომაულ მისალმებას" პირველად, ფრანგი მხატვრისა და ფრანგული "ნეოკლასიციზმის" დამაარსებლის, ჟაკ-ლუი დავიდის მე-18 საუკუნის ბოლოს შექმნილ ნამუშევარზე - "ჰორაციების ფიცზე" ვხვდებით, რომლის შესაქმენელადაც მხატვარი რომში საგანგებოდ ჩავიდა. სავარაუდოდ, სწორედ მხატვრის ფანტაზია დაედო საფუძვლად მითს "რომაული მისალმების" არსებობის შესახებ.


image


ნაცისტური მისალმება იტალიელი ფაშისტების ჟესტის, ე.წ. "რომაული მისალმების" ვარიანტია, რომელიც მოგვიანებით ნაციონალ-სოციალისტების მიერ იქნა ნასესხები. ორ მისალმებას შორის განსხვავება ისაა, რომ რომაულის შემთხვევაში ჟესტი გულიდან მოდის, მაშინ როდესაც ნაცისტურ მისალმებაში ის ხელის ნებისმიერი პოზიციიდან უმალ მაღლა ადის. ნაცისტური პროპაგანდის მიხედვით, ხელის აწევა და "ჰაილის" დაძახება ძველ გერმანელებში მეფეთა არჩევისას იყო მიღებული. დაახლოებით 45 გრადუსის კუთხით მაღლა აწეული მარჯვენა ხელი შუბით მისალმების ანალოგს წარმოადგენდა.


image


1944 წლის 23 ივლისს, გადატრიალების მცდელობიდან სამი დღის შემდეგ, რომელშიც მრავალი სამხედრო მონაწილეობდა, ნაცისტური მისალმება ვერმახტში სავალდებულო გახდა, მანამდე ეს ნებაყოფლობითი იყო, და სამხედროების უმეტესობა სტანდარტულ, სამხედრო მისალმებას იყენებდა, თუმცა სამხედროები "ჰიტლერისეულ" მისალმებას მხოლოდ პარტიის წარმომადგენლების ან "სს"-ის ჩინოვნიკების საპასუხო მისალმებისას მიმართავდნენ.






0
1157
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1157