x
image
Yoona
Mediator image
ყველაზე სასურველი ნივთები 2023 წლის მე-3 კვარტალში მოდის პლატფორმის მიხედვით
მოდის აგრეგატორმა The Lyst 2023 წლის მე-3 კვარტალის შედეგები შეაჯამა და დაასახელა ყველაზე პოპულარული ნივთები, რომლებზეც არა ათასობით, არამედ მილიონობით ადამიანი ოცნებობს. დიახ, არ ვცდებით.


image

პლატფორმა თავისი ფილტრის გამოყენებით ათვალიერებს 8 მილიონამდე მოთხოვნას სოციალურ ქსელებში და თავის ანგარიშებში გლობალურ მოთხოვნას აყალიბებს. რა უნდა ვთქვათ, კოლოსალური სამუშაოა. ვნახოთ, რისი შეძენა სურდათ დედამიწის მაცხოვრებლებს ყველაზე მეტად ივლისში, აგვისტოში და სექტემბერში.


მე–10 ადგილი: AcneStudios–ის მზის სათვალე, 390 დოლარი.

image


სათვალის მოკვერცხილი ფორმის წყალობით მზის ერთი სხივიც ვერ შემოაღწევს!


მე–9 ადგილი: Prada–ს ფეხსაცმელი მოცულობითი ყვავილით, 1 150 ევრო.

image

ნაზი კლასიკა ახალ თანამედროვე ინტერპრეტაციაში.


მე–8 ადგილი: ბოტასი New Balance 550, 109, 9 დოლარი.

image

მე–7 ადგილი: ჩანთა Loewe Puzzle Tote, 1 900 დოლარი.

image

ამ მოდელის მთავარი მახასიათებელია ის, რომ შეგიძლიათ ნაკერების გასწვრივ დაკეცოთ, ბრტყელი და პატარა გახადოთ. ანუ ჩანთა ჩანთაში შეგიძლიათ ატაროთ.


მე–6 ადგილი: Tory Burch–ის მიული პირსინგით, 398 დოლარი.

image

ამ მიულიმ მოდის სამყარო ააფეთქა. ყველაფერი ამობრუნებული ძირის გამო, ქუსლი პირდაპირ თქვენი ქუსლის ქვეშაა. იმის წყალობით, რომ ფეხსაცმლის ქუსლი ძალიან რბილია, ეს მოდელი გახდა არა მხოლოდ დიზაინერული ჩანაფიქრის და ინოვაციური მიდგომის მწვერვალი, არამედ კომფორტის სტანდარტიც.


მე–5 ადგილი: Birkenstock Arizona–ის სანდალი, 110 დოლარი.

image

მე–4 ადგილი: მიული Shox MR4 Nike x Martine Rose, 200 დოლარი.

image

ზოგჯერ ადამიანს ძალიან უცნაური ნივთები მოსწონს. ეს ექსცენტრიული კოლაბორაცია, შექმნილი როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვის, ამის ნათელი მაგალითია.


მე–3 ადგილი: დალიანდაგებული ჩანთა COS, 99 დოლარიდან.

image

მე–2 ადგილი: Miu Miu–ის კარდიგანი, 1790 დოლარი.

image

1–ელი ადგილი: ტაბი მერი ჯეინი Maison Margiela, 990 დოლარი.

image

ფეხსაცმლის ეს მოდელი შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ შეუთავსებელი ნივთებიც კი შეიძლება გამოიყურებოდეს ელეგანტურად და ჰარმონიულად. ტრადიციული იაპონური ტაბი + კლასიკური ფეხსაცმელი „მერი ჯეინი“ = ყველაზე სასურველი ნივთი მოდის მიმდევრებისთვის!


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
269
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
269