1095 წლის 27 ნოემბერს რომის პაპმა ურბან II-მ კლერმონის საბჭოში ისეთი ქადაგებით გამოვიდა, რომ მთელი რაინდული ევროპა გაერთიანდა ერთი მიზნისთვის. საბჭოს დასრულების შემდეგ ურბან II-მ საკუთარ სიტყვაში საზოგადოებას ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდა ღვთის ქალაქის (იერუსალიმის) მუსულმანებისგან გასანთავისუფლებლად, შეჰპირდა, რომ ამით ცოდვები მიეტევებოდათ, ვალები ჩამოეწერებოდათ და ა. შ. ასე დაიწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმდროინდელი იარაღისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე.
1. რომანული ხმალი
ამ ტიპის ევროპული ხმალი ძალიან გავრცელებული იყო გვიან შუა საუკუნეებში. დასავლეთ ევროპაში. ის ექსკლუზიურად ეკუთვნოდა რაინდული კლასის წარმომადგენლებს - რადგან ის ძვირი იყო და, გულწრფელად რომ ვთქვათ, არც თუ ისე ფუნქციონალური. "რომანული" ხმლები უფრო მეტად გამოიყენებოდა დამხმარე იარაღად, მაგრამ იყო მფლობელის რაინდული სტატუსის ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი.
2. შუბები
კავალერიის შუბი კავალერიის მთავარ იარაღად იქცა. მე-12 საუკუნის ბოლოს რაინდებ მიხვდნენ, რომ შუბი სხეულზე უნდა მიეჭირათ, რაც აძლევდა უფრო მეტ სიმკაცრეს და წარმოუდგენელ დამრტყმელ ძალას.
3. საბრძოლო ნაჯახი
მჭიდრო ბრძოლისთვის ჯვაროსანმა რაინდმა ამჯობინა ძველი კარგი საბრძოლო ნაჯახის გამოყენება. ნორმანული ნაჯახი ჭრიდა თითქმის ყველა ტიპის ჯავშანს; ერთი წარმატებული დარტყმით შესაძლებელი გახდა მოწინააღმდეგის უნაგირიდან ჩამოგდება და ფეხით მსუბუქად შეიარაღებული მეომრის გატეხვაც კი ორ ნაწილად. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ დასავლელმა მეომრებმა ოდნავ შეცვალეს ნორმანული ნაჯახის პირები, უფრო ფუნქციონალური ფორმა ისესხეს აღმოსავლელი ხალხებისგან.
4. მორგენშტერნი
მისი დიზაინის სიმარტივის გამო, ეს მომაკვდინებელი იარაღი ძალიან გავრცელებული იყო უბრალო მოსახლეობაში, მაგრამ რაინდებიც სიამოვნებით იყენებდნენ მას. ჯვაროსნებმა ამჯობინეს "დილის ვარსკვლავის" კავალერიული ვერსიის გამოყენება, შემცირებული სახელურით.
5. არბალეტი
მტრის ქვეითებისგან დასაცავად, რაინდებმა მშვილდოსნების რიგები მოათავსეს ცხენის წყობის წინ. ჯვაროსნული ცხენოსნები იყენებდნენ არბალეტებს: ისინი სჯობდნენ მშვილდებს დისტანციით, სიზუსტით და სროლის სიმძლავრით.
რაც შეეხება კონკრეტულად ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს,ეს არის ძველი ჯვაროსნული ლაშქრობების გაგრძელება და იერუსალიმის სამეფოს ანალოგის შექმნის მცდელობა. როგორც მაშინ,ახლაც ხელოვნურად შეიქნა რაღაც წარმონაწმნი,რომელსაც ვიღაცეებმა ძალა მიანიჭეს და ეგონათ გამოუვიდოდათ. იერუსალიმის სამეფომ თითქმის 100 წელი შეძლო არსებობა,ხოლო ისრაელს ჯერ დრო აქვს,მთელი 25 წელი აქვს მარაგში,თუმცა მგონია რო ისრაელი მალე შეწყვეტს არსებობას.