x
image
თამილა გურაშვილი
ნატო იწყებს სამხედრო წვრთნებს ბირთვული იარაღის უსაფრთხი ტრანსპორტირებისთვის
image
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მანევრების დროს შეიმუშავებენ ამერიკული ბირთვული იარაღის ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხო ტრანსპორტირების მექანიზმებს, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის.




ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 13 ქვეყნის ძალებმა 16 ოქტომბერს დაიწყეს სამხედრო წვრთნები სახელწოდებით Steadfast Noon. ეს არის ნატოს ყოველწლიური წვრთნები, რომელიც ტარდება ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ ამჯერად მანევრები მოიცავს ბირთვული იარაღის პლატფორმებს. ამის შესახებ იუწყება War is Boring.




წვრთნები ტარდება მას შემდეგ, რაც რუსეთი დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით და აპირებს გასვლას გლობალური ბირთვული გამოცდის აკრძალვის შეთანხმებიდან. მანევრები ძირითადად ტარდება იტალიის, ხორვატიისა და ხმელთაშუა ზღვის საჰაერო სივრცეში და ჩართული აღჭურვილობა მოიცავს თანამედროვე გამანადგურებლებს, სადაზვერვო თვითმფრინავებს, ტანკერებს და B-52 სტრატეგიულ ბომბდამშენებს.




ამასთან დაკავშირებით ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა ბირთვული შეკავების აქტუალობაზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ არის შეხსენება იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელსაც ნატოს ბირთვული იარაღი ასრულებს მის შეკავების სტრატეგიაში.





„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის რუტინული სავარჯიშო, Steadfast Noon ხელს შეუწყობს ბირთვული შეკავების საიმედოობის, ეფექტურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.“ - თქვა გენერალურმა მდივანმა.




მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა წყაროებმა არ მოგვაწოდეს მანევრების დეტალები, სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ ალიანსის ძალები შეიმუშავებენ გზებს, რათა უსაფრთხოდ გადაიტანონ ამერიკული ბირთვული იარაღი ევროპის ტერიტორიაზე მიწისქვეშა საწყობებიდან თვითმფრინავამდე, ასევე, დააინსტალირონ მათ საბრძოლო თვითმფრინავებზე. ცნობილია, რომ ამერიკული ბირთვული იარაღი ინახება ჩრდილოეთ იტალიაში, თურქეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის, აღნიშნავენ ექსპერტები.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0