კულტურა ვიდეო: ლეგენდარული მსახიობი ალ პაჩინო BAFTA-2020-ის ცერემონიის დროს წითელ ხალიჩაზე დაეცა 2020, 4 თებერვალი, 20:17 ლონდონში, ბრიტანული კინოს და ტელევიზიის აკადემის დაჯილდოების BAFTA, -2020- ის 73-ე ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ერთ-ერთი ბოლო გამოჩნდა ლეგენდარული ალ პაჩინო. 79 წლის მსახიობმა BAFTA-ს სტუმრები და მაყურებლები შეაშინა, როდესაც კიბეებზე ასვლის დროს წიღელ ხალიჩაზე წაიქცა. ამის შემდეგ მას დაეხმარნენ ადგომაში და ის წავიდა ალბერ-ჰოლისკენ, იმ იმედით, რომ მიიღებდა ჯილდოს, როგორც "საუკეთესო მსახიობი, " როლისთვის, მარტინ სკორსეზეს ფილმში "ირლანდიელი." მან ამ ფილმში შეასრულა განგსტერული ბანდის ბოსის როლი. სამწუხაროდ, ნანატრი პრიზი ჰოაკინ ფენიქსმა წაართვა. მას ფილმმა "ჯოკერმა" მოუტანა გამარჯვება. 535 3-ს მოსწონს
|