კინო რომელი როლის შესრულებას ნანობდა რამაზ ჩხიკვაძე? 2023, 17 ოქტომბერი, 11:48 ![]() “ბატონმა რამაზმა და ქალბატონმა ნატაშამ ბათუმში რეზიდენციის ტაძარში ჯვარი დაიწერეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვობის წლები ბატონ რამაზს ბათუმის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში გაუტარებია – ბათუმ-შემოქმედელ მიტროპოლიტ რომანოზ პეტრიაშვილის დისშვილიშვილი იყო… ძალიან განიცდიდა თავის იმ როლს, სადაც მღვდელს დასცინის (ნატვრის ხე). მოგვიანებით ითამაშა მიტროპოლიტ ნაზარის როლი (ნაზარის ბოლო ლოცვა) და სულ მეკითხებოდა – ის ცოდვა ხომ გამოვისყიდეო, ღმერთმა აპატიოს… გარდაცვალების დღეს დამირეკეს, გაზეთში დაიბეჭდა ბატონი რამაზი გარდაიცვალაო. მივედი მასთან სახლში, ცოცხალი მაგრამ უკონტაქტო იყო, მაიამ (მისი რძალი) უთხრა: მამა, მეუფე მოვიდაო – სახეზე დაეტყო სიხარული, ხელი ხელზე მომკიდა და მოფერება დამიწყო… ერთი საათის შემდეგ დამირეკეს, გარდაიცვალაო. ეს ფოტო გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გადავიღეთ, საღმრთო ზიარების მიღების შემდეგ. ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.” ![]() რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა 2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, მისი მეუღლის ნატაშას გარდაცვალებიდან 50 დღის შემდეგ, დაკრძალულია მეუღლის გვერდით-დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1360 3-ს მოსწონს
|