სხვა სტალინის ჩიბუხები-მითები და სინამდვილე 2023, 16 ოქტომბერი, 11:32 სტალინმა ჩიბუხით მოწევა სავარაუდოდ ახალგაზრდობაშივე დაიწყო, როდესაც ღარიბი მეწაღის ოჯახში იზრდებოდა. ეს ალბათ ხსნის თამბაქოს მოხმარების ასეთ უჩვეულო არჩევანს იმ ადამიანზე, რომელსაც მოგვიანებით აბსოლუტურად ყველაფრის საშუალება ჰქონდა . მოგვიანებით, როცა სიგარეტმა(პაპიროსმა) სრულიად დაიპყრო ღარიბი ფენა, ჩიბუხები, სიგარებთან ერთად გადავიდა საკმაოდ ძვირადღირებული ჰობის სეგმენტში; არა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩიბუხით( ყალიონით) მოწევა ძალიან ეკონომიური და ხელმისაწვდომი იყო, მათ ხმარობდნენ როგორც ჯარისკაცები, ასევე პროლეტარიატის წარმომადგენლები. ცნობილია, რომ სტალინს ჰქონდა ჩიბუხების უზარმაზარი კოლექცია. ყველა დიპლომატი, სტუმარი და უცხო სახელმწიფოს ლიდერი ცდილობდა ბელადისთვის ჩიბუხის მიცემას. მათ შორის იყო კლასიკური ჩიბუხები ინგლისური მანუფაქტურებიდან, ეთნიკური მოწყობილობები სხვადასხვა ხალხისგან და ექსკლუზიურად მოჩუქურთმებული ნაკეთობები, რომლებიც ამა თუ იმ მოვლენის გამო შეკვეთით იყო დამზადებული თუმცა, ბელადის პორტრეტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ეგზოტიკური ნივთი თაროზე იდო, ფაქტობრივად სტალინს არც უხმარია ისინი. არ არსებობს ფოტო, სადაც სტალინს კბილებში, მსგავსი ეგზოტიკური ან ფიგურალურად მოჩუქურთმებული ჩიბუხი დებოდა. მათ შორის სწორი ფორმის ჩიბუხს იშვიათად შეხვდებით. როგორც ჩანს, ის ექსკლუზიურად უფრო მოხრილ ჩიბუხებს. მიზეზები, რის გამოც სტალინი ტრადიციული სიგარეტის ნაცვლად, ჩიბუხის მოწევას ამჯობინებდა დღემდე საიდუმლოდ რჩება. ეს იმიჯი, პირში ჩიბუხით, არ ჯდება ლიდერის ჩვეულ, გარეგნულად ასკეტურ გარეგნობაში. კონსერვატიული ტანსაცმელი, ეპატაჟური დეტალების არარსებობა, მარტივი ცხოვრების წესი - და უცებ ობიექტი სხვა სამყაროდან, უფრო კეთილშობილური, რომელიც მფლობელის სიმდიდრეზე და ელეგანტურობაზე მიუთითებდა. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ სტალინის ჩიბუხზე უამრავი ჭორი და ლეგენდა ვრცელდება, მათ შორის, რომ მას ჯადოსნური მნიშვნელობა ჰქონდა- თითქოსდა, ის ბელადს ძალას მატებდა და მაგნიტივით იზიდავდა წარმატებას და იღბალს. ამბობენ, რომ თითქოს იგივე აზრი ჰქონდა ინგლისის დიდ სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეს უინსტონ ჩერჩილს. იმის გათვალისწინებით, რომ მისტიური ამულეტი თავად პეტრე I-ს ეკუთვნოდა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტა დაეპატრონებოდა ძვირფას ნივთს. ვითომ ჩერჩილმა შეუკვეთა ჩიბუხის ზუსტად ასეთივე ასლი, სანდო პირს მიანდო მისი მოწევა და ლავრენტი ბერიას დახმარებით განახორციელა მისი შეცვლას. თუ ან უსუსურ ლეგენდას დავუჯერებთ, 1953 წლის მარტის დასაწყისში ბერია სტალინს ოსტატურად აჩეჩებს ჩიბუხის ყალბ ასლს და 5 მარტს საბჭოთა მმართველი კვდება. კიდევ ერთი საკმაოდ მიამიტი ლეგენდა, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ისევ ჩერჩილს შეეხება, თითქოს სტალინს აჩუქა უძვირფასესი ჩიბუხი, რომელის ფასიც სტალინმა არ იცოდა და როდესაც გაიგო მისი ღირებულება 120 ათასი ფუნტი სტერლინგი(???) უმალ ბრძანა სახელმწიფო შტამპი დაერტყათ ჩიბუხისთვის და მუზეუმისთვის გადაეცათ. სტალინისადმი ნაჩუქარი ჩიბუხები დღეს მართლაც მუზეუმებში ინახება(მოსკოვში, გორში და ა.შ.) და მისი ფასი დღეს უკვე შეიძლება იყოს 120 ათასი ფუნტი სტერლინგი, როგორც რელიქვია და უპირველს ყოვლისა, როგორც სტალინის ნაქონი. გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ეგზემპლარს სტალინის კოლექციიდან:ამერიკული კორპორაციის Champ-ის სიმინდისგან დამზადებული ჩიბუხი ტაროს წინასწარ აშრობენ ორი წლის განმავლობაში და შემდეგ ამუშავებდნენ სპეციალური ნაერთით. ეს ჩიბუხები გამოირჩევიან განსაკუთრებული, ნაზი გემოთი, არაჩვეულებრივი სიმსუბუქითა, მაგრამ მათ ჰქონდათ ერთი სერიოზული ნაკლი - საკმაოდ სწრაფად იწვებიან. სტალინი და რუზველტი ჭადრაკს თამაშობენ იმ წელს, როდესაც საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა ნაცისტურ გერმანიაზე, გაიმართა საჭადრაკო ტურნირი შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის, რომელიც გაიმართა რადიოს საშუალებით. საბჭოთა მოჭადრაკეებმა დიდი სხვაობით მოიგეს: 15:5. ამის შემდეგ სსრკ-მ მიიღო გადაწყვეტილება, ამერიკული გუნდი მოეწვია ქვეყანაში. დასამახსოვრებელი მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ამერიკელებმა სტალინს საჩუქრად გადასცეს ჩიბუხი, რომელზედაც ამოტვიფრული იყო ორივე სახელმწიფოს მეთაური, რომლებიც თამაშობენ ჭადრაკს, უფრო მეტიც, სტალინი თავის საყვარელი ჩიბუხით იყო გამოსახული. ქალის თავი ეს ნივთი არის რელიქვია ფრანგი გლეხის ოჯახიდან. მე-19 საუკუნიდან ჩიბუხი თაობიდან თაობას გადაეცემა. დამზადებულია ტრადიციული მასალისგან, თხილის ხისგან, ის აღვიძებს ქალურ სილამაზეს. მუნდშტუკი დამზადებულია ებონიტისგან, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს. ვერცხლის ჩიბუხი მე-19 საუკუნის მიწურულს დამზადებული ეს ძვირფასი ნიმუში საქართველომ დიდი მმართველს საჩუქრის სახით გადაეცა. ვერცხლის ჩიბუხი ძალიან გამძლეა და უძლებს დაცემას და მექანიკური ზემოქმედებას. ლითონის პლასტიურობის წყალობით, შეგიძლიათ ფორმაც შეუცვალოთ. ქართული მილი აღჭურვილია გრძელი ხის მუნდშტუკით. ფაიფურის ჩიბუხი თიხა არის ყველაზე ადრეული პროდუქტი, რომელიც გამოიყენება მოსაწევი მილების წარმოებაში. ამ შემთხვევაში, დამარცხებული გერმანიის მიერ სტალინისთვის წარდგენილი საჩუქარი სიმბოლურია - ძველ ინდურ ტომებს განსაკუთრებული რიტუალი ჰქონდათ „მშვიდობის ყალიონის მოწევა“. უბრალო თიხის ჩიბუხი გადადიოდა ხელიდან ხელში მეომარ მხარეებს შორის, სანამ ისინი შეთანხმებას არ მიაღწევდნენ. ასე რომ, ამ შემთხვევაში გერმანელებს პატიების და დიდ ძალასთან შერიგების იმედი ჰქონდათ. 237 2-ს მოსწონს
|