კინო მსახიობები, რომლებმაც სე#სუალურ სცენებში სრულწლოვანებამდე ითამაშეს 2023, 14 ოქტომბერი, 8:50 ამ მსახიობების ინტიმურ სცენებში მონაწილეობისთვის შესაძლოა ყურადღება არც კი მიგვექცია ისინი სრულწლოვნები რომ ყოფილიყვნენ. ისე, საინტერესოა, მშობლებმა თუ იცოდნენ იმის შესახებ, მათი თინეიჯერი შვილები საწოლის სცენებში რომ თამაშობდნენ? თუმცა ფაქტია, რომ გადაღებები სკანდალების გარეშე არ დასრულებულა. თქვენ წინაშეა მსოფლიო მასშტაბის 13 ვარსკვლავი, რომელმაც ინტიმურ სცენებში მოზარდობისას ითამაშა.ნიკი რიდი2006 წელს გადაღებულ კრიმინალურ კომედიაში - "მინისთვის ეს პირველია" ნიკი რიდმა ალეკ ბოლდუინთან ერთად საკმაოდ თამამ სცენებში ითამაშა. გოგონას ასაკის თემა პრესაში მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავის მემუარები გავრცელდა, სადაც მსახიობი პროდიუსერების მხრიდან მისთვის ნიკი რიდის რეალური ასაკი დამალვასთან დაკავშირებით საუბრობდა. გადაღებების დროს გოგონა მხოლოდ 17 წლის იყო.ჯოდი ფოსტერი12 წლის მეძავის, იზის როლისთვის ფოსტერი თავის კარიერაში პირველად იქნა "ოსკარზე" ნომინირებული და პოპულარობის უარყოფითი მხარეც საკუთარ თავზე პირველად გამოსცადა: ერთმა არანორმალურმა სახელად ჯონ ჰინკლიმ 1981 წელს პრეზიდენტ რეიგანის მოკვლა ფილმ "ტაქსის მძღოლის" ნახვის შემდეგ სცადა, რათა ახალგაზრდა მსახიობის სიყვარული მოეპოვებინა. შეგახსენებთ, რომ რეჟისორ მარტინ სკორსეზეს დრამაში "ტაქსის მძღოლი", ჯოდი ფოსტერი მეძავის როლის შესრულებისას მხოლოდ 13 წლის იყო.ბრუკ შილდსიჯერ კიდევ 10 წლის ასაკში ბრუკი "Playboy"-თვის პოზირებდა, 13 წლის ასაკში მან ახალგაზრდა მეძავის როლი შეასრულა ფილმში "მშვენიერი ბავშვი", 15 წლის მოზარდმა კი ეროტიკულ დრამაში "ცისფერი ლაგუნა" მთავარი როლი ითამაშა.საინტერესოა, რომ თავად ბრუკ შილდსმა მისივე აღიარებით, ქალიშვილობა მხოლოდ 22 წლის ასაკში დაკარგა. ამასთან, მთელი მისი კარიერა, დედის ინიციატივით ბავშვური სექსუალურობის სპეკულაციაზე იყო აგებული, როდესაც გოგონა 10 წლის იყო, დედამ თავად მოუწონა მას "Playboy"-ის თამამ ფოტოსესიაში მონაწილეობა, მოგვიანებით შილდსმა ჟურნალს თავისი თამამი კადრებისთვის უჩივლა, თუმცა უშედეგოდ. 1980 წელს 15 წლის ბრუკი "Calvin Klein"-ის კამპანიის სახე გახდა. ერთ - ერთ ვიდეო რგოლში შილდსი ვიწრო ჯინსს დუნდულზე იწევს და ასეთ ფრაზას ამბობს: "გინდა იცოდე რა არის ჩემსა და ჩემს ჯინსს შორის? არაფერი!".მილა იოვოვიჩიულამაზესი მილა 15 წლის იყო, როდესაც ფილმში "დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში" ლილის როლი ითამაშა, არასრულწლოვან მსახიობს პარტნიორობას ბრაიან კრაუზე უწევდა, რომელიც იმ პერიოდისთვის მხოლოდ 22 წლის გახლდათ.დომინიკ სვეინითავის დროზე 15 წლის დომინიკ სვეინი ნაბოკოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "ლოლიტა" გახდა. გოგონას საკმაოდ პატარა ასაკისა და ზოგიერთი სცენის პიკანტურობის გათვალისწინებით, რეჟისორებს დუბლიორის აყვანა მოუწიათ, თუმცა იყო კოცნისა და სექსის რამდენიმე ისეთი სცენა, სადაც პატარა მსახიობმა თავად ითამაშა. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ინტიმური სცენების გადაღების დროს გოგონასა და მის პარტნიორს შორის ბალიშს ათავსებდნენ. სხვათა შორის, ფილმის რეჟისორმა თავდაპირველად მთავარ როლზე ნატალი პორტმანი მიიწვია, მაგრამ მან შეთავაზებაზე რელიგიური მიზეზების გამო უარი განაცხადა: მოგეხსენებათ, რომ მსახიობი მკაცრ ებრაულ ოჯახში იზრდებოდა, თუმცა ვერც ის აცდა "ნიმფეტის" დიდებას.კრისტინ ბუასონისაკულტო ფილმის მთავარი გმირი - ჰოლანდიელი მსახიობი სილვია კრისტელი (17 წლის ასაკში მან ითამაშა ეროტიკულ მელოდრამაში "ემანუელა") ფილმის გამოსვლის დროს სულ რაღაც 22 წლის იყო, თუმცა სილვიასთან ერთად კადრში ახალგაზრდა ფრანგი ქალი კრისტინ ბუასონიც ჩნდება. უფროსკლასელისთვის ეს მისი კინოდებიუტი იყო.სიმონეტა სტეფანელი
|