x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139046
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
კაცი, რომელმაც შემთხვევით შექმნა მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი რამ
image

1824 წლის 15 ივლისს სარატოგაში (ნიუ-იორკის შტატი ) აბრაამ სპეკის და დიანა ტულის ოჯახში დაიბადა ბიჭი, სახელად ჯორჯი, რომელმაც მოგვიანებით თავისი ჰობი პროფესიად აქცია და საყოველთაოდ ცნობილი გახდა მთელს მსოფლიოში.



1850-იან წლებში ჯორჯ სპეკმა მუშაობა დაიწყო Moon's Lake House-მანჰეტენზე მდებარე, პრესტიჟულ რესტორანში, სადაც ვანდერბილტები, ჯეი გულდი, ჰენრი ჰილტონი და სხვები სადილობდნენ. ამ ადგილზე იკრიბებოდა ნაღები საზოგადოება - მეწარმეები, ფილანტროპები, ხელოვნების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

imageფოტოზე:რესტორანი Moon's Lake House



გასტრონომიული ლეგენდის თანახმად, 1853 წელს დაწესებულებას კიდევ ერთხელ ეწვია კორნელიუს ვანდერბილტი, ბიზნესმაგნატი, რომელმაც თავისი ქონება რკინიგზით და გემებით დააგროვა. ბიზნესმენი აშკარად არ იყო ხასიათზე და ეძებდა ვინმეს, რომ ბრაზი მასზე გადმოენთხია.


შეუკვეთა ერთ-ერთი საყვარელი კერძი, შემწვარი კარტოფილი, რითაც ვანდერბილტი ძალზე უკმაყოფილო დარჩა. არა, ხარისხის გამო არა - იმ დროისთვის სპეკი დამსახურებულად ითვლებოდა კარგ მზარეულად. კლიენტი არ იყო კმაყოფილი ნაჭრების სისქით: ისინი ძალიან სქლად იყო დაჭრილი.


შეკვეთა სამზარეულოში დაბრუნდა. სპეკმა მოამზადა ახალი კარტოფილი, რომელიც უფრო თხლად დაჭრა. მაგრამ კორნელიუსს ესეც არ მოეწონა. შედეგად, სპეკმაც კი, რომელიც იცავდა მკაცრ წესს „კლიენტი ყოველთვის მართალია“, გაბრაზდა და კარტოფილი დაჭრა ისე თხლად, რომ რომ აგეღოთ ხელში, იმის იქით ლანდს დაინახავდით, შეწვა და მოემზადა "ზეციური სასჯელისთვის". ბოლოს და ბოლოს, ხრაშუნა შემწვარ კარტოფილის ფურცლებს ჩანგლითაც კი ვერ აიღებდით.

imageფოტოზე:კორნელიუს ვანდერბილტი



მაგრამ სპეკის გასაკვირად, კორნელიუსი მოულოდნელად აღფრთოვანებული დარჩა. ახალ პროდუქტი პრეტენზიულმა მეგობრებმაც დააფასეს. და მალე რესტორნის მენიუში გამოჩნდა ახალი საფირმო კერძი - კარტოფილის ჩიფსები, რომელსაც "სარატოგას ჩიფსები" შეარქვეს. სხვათა შორის, არსებობს ვერსია, რომ სწორედ კორნელიუსმა მოიფიქრა მეტსახელი - Crum, რომლის მიხედვითაც ჯორჯ სპეკი გახდა ცნობილი, რადგან მას მუდმივად ავიწყდებოდა მზარეულის გვარი.

image


1860 წელს სპეკმა გახსნა საკუთარი დაწესებულება, რომელმაც 30 წელი იარსება და წარმოუდგენლად პოპულარული იყო.


ასე დაიბადა ჩიპსები, რომლის დამფუძნებელი იყო სპეკი, ის არ წყვეტს დღემდე განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე ჯანსაღ საკვებად ითვლება ორგანიზმისთვის, მაგრამ მაინც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში.

image


1
785
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
785
  
2023, 25 ოქტომბერი, 23:01
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1