საქართველო "ამ ყოვლად უღირსს, ოთხკუთხედთავიანს საბჭოთა პერიოდში, რომ ეცხოვრა რიგითი რუსი კომუნისტის გამკრიტიკებლის დახვრეტას მოითხოვდა"-ლევან ნიკოლეიშვილი 2023, 13 ოქტომბერი, 15:54 "ეს ტრაგიკომიკური სუბიექტი მაოცებს, თან არც თუ ისე იშვიათად. მისი მცირე, მაგრამ მავნებლური აზროვნებით, თუ ვინმემ თუნდაც სრულიად ლეგიტიმურად ერთი შეკითხვა დასვა, ან უბრალოდ არ დაეთანხმა ამერიკელს ან ევროპელს, ის ავტომატურად „ჰამასის“ ან „ჰესბოლას“ მხარდამჭერია, ხოლო თუ ცალ ფეხზე იხტუნავებს იგივე ამერიკელისა თუ ევროპელის წინ ავტომატურად პროდასავლელი ხდები? აი, სად აქვს ჩვენ ქვეყანას ყველაზე დიდი გამოწვევა- უცხოელების მიმართ მონური აზროვნების პოლიტიკოსების პოლიტიკაში ყოფნა და მასმედიის მიერ მათ მავნებლურ-ტუტუცური აზრების გავრცელება.
ამ ყოვლად უღირსს, ოთხკუთხედთავიანს საბჭოთა პერიოდში, რომ ეცხოვრა რიგითი რუსი კომუნისტის გამკრიტიკებლის დახვრეტას მოითხოვდა ალბათ, შაჰსა და სულთანსაც ვერ მოესწრო, თორემ ფეხების დაბანას ხომ ვერავინ დაასწრებდა, მით უფრო ხალათითაც თუ იქნებოდა შემოსილი."-წერს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი და პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი.
აუ რა განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ: „თუ ვინმემ აღქმები და პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ეს „ქართული ოცნებაა“. თქვენ იცით, მათი განცხადებები და წერილები, რომ თურმე რომელ ქვეყანაშიც ამერიკა შევიდა, ამერიკა ყოფილა არეულობის შემტანი და ამ თვალსაზრისით ჩამოთვლილი აქვთ იემენი, ლიბია, სირია. მინდა, „ქართულ ოცნებას“ ვკითხო: შემთხვევით, „ჰამასს“და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს, რადგან ასეთ განცხადებებს „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ აკეთებენ. ჩვენი პარტნიორის მიმართ დამოკიდებულება მათ უნდა შეცვალონ“. 161 2-ს მოსწონს
|